მთავარისიახლეებიეკონომიკარას არ გაიგონებს კაცი: ფინანსთა სამინისტრო ყველაზე ეფექტური ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყებად...

რას არ გაიგონებს კაცი: ფინანსთა სამინისტრო ყველაზე ეფექტური ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყებად დასახელდა

Published on

ყველაზე ეფექტური ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო უწყება ფინანსთა სამინისტროა, – ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომელიც სააგენტო „ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითმა“ საკუთარ საინფორმაციო – ანალიტიკურ პორტალზე ჩაატარა. გამოკითხვა 2017 წლის ივნისში განხორციელდა. 
 
სამინისტროს ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა უმრავლესობამ – 38%-მა ყველაზე ეფექტურ ეკონომიკური პროფილის სახელმწიფო დაწესებულებად დიმიტრი ქუმსიშვილის უწყება, ფინანსთა სამინისტრო დაასახელა. 
მეორე და მესამე პოზიციაზე რესპონდენტებმა საქართველოს ეროვნული ბანკი და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაასახელეს. 
 
„ჯორჯიან ბიზნეს ენდ პოლითიქალ ინსაითი“ მსგავს გამოკითხვას პერიოდულად ატარებს. პირველი ასეთი გამოკითხვისას, რესპოდენტებმა უპირატესობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიანიჭეს, როდესაც მას ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობდა.

სიახლეები

ზუგდიდში 24 წლის ბიჭის მკვლელობის მცდელობისთვის ბრადებულს ბრალდება წარუდგინეს

სისხლიანი ანგარიშსწორება ზუგდიდში - საქართველოს პროკურატურამ ინგირში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება...

აშშ-მ პირველად აღიარა, რომ კოსმოსში იარაღი განათავსა

აშშ-მ საჯაროდ პირველად აღიარა, რომ ორბიტაზე იარაღი განათავსა. საჰაერო ძალების მდივან ტროი მინკის თქმით,...

რუსეთმა კიევში ბენზინგასამართი სადგურებს დაარტყა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

15 სექტემბრის ღამეს კიევსა და უკრაინის რამდენიმე რეგიონში რუსული დრონების თავდასხმის საფრთხის გამო საჰაერო...

კულტურის მინისტრად მაია ბითაძე დაინიშნა

კულტურის მინისტრის პოსტზე, მაია ბითაძე დაინიშნა. განცხადება ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს, ბრიფინგზე გააკეთა. "დღეს საქართველოს...