მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდაზე დარეგისტრირებულზე ათით ნაკლები, სულ 425 აბიტურიენტი...

ზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდაზე დარეგისტრირებულზე ათით ნაკლები, სულ 425 აბიტურიენტი შევიდა

Published on

დღეს აბიტურიენტები  ერთიან ეროვნულ გამოცდების  მეორე ეტაპზე გავიდნენ –  გამოცდა ზოგად უნარებში ტარდება. 
 
ზუგდიდში ზოგადი უნარების გამოცდაზე 435 აბიტურიენტია დარეგისტრირებული, მაგრამ დღეს პირველი ნაკადის გამოცდაზე ათით ნაკლები, სულ  425 შევიდა.  
 
როგორც საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორი  ნანა ქირია ამბობს, ამის მიზეზი გამოცდაზე დაგვიანება არ არის, ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, შესაბამისად, ადმინისტრაციას დაგვიანების გამო გამოცდიდან არავინ მოუხსნია და, როგორც ჩანს,  არგამოცხადება თავად ამ ათი აბიტურიენტის გადაწყვეტილება იყო. 
 
ზუგდიდში, ისევე, როგრც მთელი საქართველოს მასშტაბით,  პირველი ნაკადის ტესტირება ზუსტად დადგენილ დროს – 9 საათზე დაიწყო 13:00 საათზე დასრულდა, . მეორე ნაკადი კი რამდენიმე წუთში – 14 საათზე შევა.
 

სიახლეები

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა

„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა. ტელეფონში დიფ სთეიტი...

რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა – ზელენსკი

გასულ ღამეს, რუსეთის მასიური საჰაერო იერიშის შედეგად, კიევში აზერბაიჯანის საელჩოს შენობა დაზიანდა. ამის შესახებ უკრაინის...

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს

ეუთო/ოდირი ოცნებას გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. 12 ნოემბრით დათარიღებულ ანგარიშში ეუთო/ოდირი წერს, რომ...

ბალდის მცველები სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ შეუშვეს

ბალდის მცველების პროტესტი გრძელდება - ისინი სოფლის მეურნეობის სამინსიტროსტან არიან შეკრებილნი და მინისტრთან შეხვედრას...