მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჯინიანი ახალგაზრდისა'' და ეთიკასთან მწყრალად მყოფი პარლამენტარის მორიგი ,,ბლიცკრიგი'' პრეზიდენტის წინააღმდეგ

,,ჯინიანი ახალგაზრდისა” და ეთიკასთან მწყრალად მყოფი პარლამენტარის მორიგი ,,ბლიცკრიგი” პრეზიდენტის წინააღმდეგ

Published on

,,გიორგი მარგველაშვილი ისე ტოვებს ერთ წელიწადში თანამდებობას, რომ ალბათ, ვეტოების პრეზიდენტად დარჩება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსტიტუციის პროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კონსტიტუციის ტექსტი კარგია, თუმცა პროცესი გარკვეული შეცდომებით წარიმართა.
 
 ნუკრი ქანთარიას გამოხდომები პრეზიდენტის მისამართით ახლოსაც ვერ მივა  პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეურაცხმყოფელ განცხადებებთან , რომელსაც იგი  ,,მაღალი სიხშირით''   (ვინძლო სადღაც, შესაძლოა  ძალიან შორს გაუჩინარებულ ოლიგარქს მიაწვდინოს მაამებლური ხმა) აკეთებს პრეზიდენტის მისამართით,  რასაც დღეს  კიდევ ერთი ,,მარგალიტი'' შეემატა:   
 
,,გუშინ დაახლოებით, ერთი საათი დავკარგე მე პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე'' – განაცხადა მან  საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებების კომენტირებისას . კობახიძის განცხადებით, ის კიდევ ერთხელ დარწმუნდა იმაში, თუ რატომ არიდებს პრეზიდენტი თავს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით ღია ეთერში დისკუსიაში მონაწილეობას.
 
რამდენად ჯდება ეთიკასთან მწყრალად მყოფი პარლამენტარის და  ,,სპიკერის პოზიციაზე მყოფი ჯინიანი ახალგაზრდის''(ნიკა რურუას შეფასებაა)   მსგავსი ეპითეტები პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი დამოკიდებულების დაწერილსა და დაუ წერელ კანონებში, საზოგადოებაში უკვე არც კი განიხილება, რადგან ამას აზრი არა აქვს, რაც შეეხება პრეზიდენტ მარგველაშვილს, მას საკმაოდ მტკიცე ნერვები აქვს:      
 
,,მთელი 4 წლის პროპაგანდის ფონზე, როდესაც ჩემს შესახებ მოვისმინე აბსოლუტურად ყველაფერი, სახელმწიფო გადატრიალებიდან დაწყებული, ნებისმიერი თეორია, საზოგადოებამ არ გამაკრიტიკა და არ გამწირა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემაში ”არჩევანი” განაცხადა. – მიუხედავად იმისა, რომ მე ვერ უზრუნველვყავი ბევრი ძალიან რთული საკითხის გადაწყვეტა, მაინც უცნაურად ბევრად ნაკლებად გამაკრიტიკა საზოგადოებამ ვიდრე ამის მოლოდინი იყო. პირიქით, მთელი ამ სირთულეების მანძილზე, იმ პერიოდში, როდესაც მთელი პროპაგანდისტული მანქანა დაქოქილი იყო, დაერწმუნებინათ მოქალაქეები, რომ მე ვიღაცასთან ვარ ალიანსში, რომ მე არასწორად ვიქცევი, რომ პრობლემები ჩემს მიერ არის წარმოშობილი, ამ ფონზე, მთელი ამ 4 წლის პროპაგანდის ფონზე, როდესაც ჩემს შესახებ მოვისმინე აბსოლუტურად ყველაფერი, სახელმწიფოს გადატრიალებიდან დაწყებული, ნებისმიერი თეორია, საზოგადოებამ არ გამაკრიტიკა და არ გამწირა. 
 
მე მადლობელი ვარ არა პოლიტიკური ელიტის, მაგრამ მადლობელი ვარ რიგითი მოქალაქეების, რომლებმაც არ გამწირეს. მე მენდომებოდა, რომ მეტი შემძლებოდა”,- აცხადებს პრეზიდენტი. 

 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...