მთავარისიახლეებისაზოგადოება5 ივლისიდან სილამაზის სალონების ოფიციალური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში დაჯარიმებები...

5 ივლისიდან სილამაზის სალონების ოფიციალური შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში დაჯარიმებები დაიწყო… მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში

Published on

5 ივლისიდან  თბილისში სილამაზის სალონების ოფიციალური შემოწმება და მოქმედი რეგულაციების  დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ოფიციალური  ჯარიმის ოქმების გამოწერა დაიწყო. შემოწმებას ქალაქ თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრი ახორციელებს.
 
Commersant ის ინფორმაციით, შემოწმების პირველ ეტაპზე, სალონებს მიეცათ ინსტრუქციები, რომელიც შესაბამისი პროტოკოლით არის განსაზღვრული და რომლის შესრულებაც აუცილებელია, რათა მსგავს დაწესებულებებში ინფექციების გავრცელება არ ხდებოდეს. 
 
შემოწმება ორი მიმართულებით მიმდინარეობს. არის თუ არა სალონი საჯარო რეესტრში რეგისტრირებული და ახორციელებს თუ არა ინფექციის კონტროლს.
 
მოქმედი რეგულაციით, თუ სალონს ამ დრომდე არ აქვს საზოგადოებრივი მნიშვნელობის ობიექტის სტატუსი, მას 500 – ლარიანი სანქცია დაეკისრება. ამ შემთხვევაში სალონის ინფექციურ დაავადებებზე შემოწმება აღარ გაგრძელდება, თუმცა, თუ იგივე ობიექტი ხელმეორე შემოწმების დროსაც არ იქნება დარეგისტრირებული, ჯარიმა გაორმაგდება.
 
ესთეტიკური ცენტრებისა და სილამაზის სალონების რეგისტრაცია სავალდებულო 1 ოქტომბრიდან გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან, ყველა ის დაწესებულება, რომელიც რეგისტრაციის გარეშე განაგრძობს საქმიანობას, დაჯარიმდება. უწყების ცნობით, სილამაზის სალონების შემოწმება ეტაპობრივად მოხდება. 
 
თბილისის მერიის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, თბილისში 2 ათასამდე რეგისტრირებული სალონია.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...