მთავარისიახლეებისაზოგადოებატიტა ოლიგარქმა გაახმო, ახალ ზოოპარკში დარგული 365 ათასი ხე - მის...

ტიტა ოლიგარქმა გაახმო, ახალ ზოოპარკში დარგული 365 ათასი ხე – მის მიერ ხელდასხმულმა მერმა ნარმანიამ

Published on

საქართველოს ტყე-პარკებიდან და სამოსახლოებიდან ასწლოპვანი ხეების გადასახლება ურეკში, ოლიგარქის პარკში შეწყვეტილია – მსოფლიოში სახელგანთქმული ,,მოცურავე''   ტიტას ხის გახმობის შემდეგ მსგავსი ინფორმაცია არგავრცელებულა. მოსახლეობა ცდილობს ახსნას რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პაუზა დარასტყან არის ესდაკავშირებული – ოლიგარქის ავადმყოფობასთან თუ სტრესთან, რომელიც მას შეიძლება   მიეღო მრავალტანჯული ტიტას ტრაგიკული აღსასრულის შემდეგ. მაგრამ სანამ მოსახლეობა ამაზეა კონცენტრირებული, ხეებს შავი დღე ადგათ  თბილისის მერის ნარმანიას წყალობითაც.
დედაქალაქის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თბილისის ზღვასთან მდებარე ახალ ზოოპარკში დარგული 365 ათასივე ხე გამხმარია.  
„ნახეთ, როგორ იბრძვიან ეს საწყალი ჯოხები უპატრონოდ მიყრილები. დავით ნარმანიამ არაერთხელ თქვა, რომ მისი მილიონი ხის პროექტიდან 365 ათასი ხე თბილისის ზღვასთან, დენდროლოგიურ პარკში დაირგო და ლამის 100%-ით გაიხარაო. 2 მილიონი ლარია დახარჯული ამ ხეების დარგვასა და გახარებაში. შედეგად, ვითომ გახარებული, გამწვანებული 365 ათასი ხის ნაცვლად 365 ათასი გამხმარი ჯოხია. ასე იყრება ხალხის ფული ამ არარსებული და ტყუილი, ვითომდა პროგრამის შესაბამისად,“ – ამბობს ელისაშვილი  „ფეისბუქ ლაივში“ , რომელიც ზოოპარკში შექმნილ სიტუაციას ასახავს. 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...