მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა

თბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა

Published on

 თბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა. – ინფორმაციას ამის შესახებ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისის ანგარიშზე დაყრდნობით საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
 
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად,  საუბარია უკანონო სქემაზე, რომლის მიხედვითაც, 2010-დან 2014 წლამდე პერიოდში  საელჩოს თანამშრომელმა ან თანამშრომლებმა უკანონოდ მიითვისეს ნაღდი ფულადი თანხები და შესაბამისი მონაცემები სისტემიდან წაშალეს. ამ მიზეზით, დამნაშავეთა ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდა.
 
ფინანსური დარღვევები 2015 წლის იანვარში ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, 2010 წელს „დაკარგულმა“ თანხამ 8700 დოლარი შეადგინა, 2011 წელს 38 900 დოლარი, 2012 წელს 46 100 დოლარი, 2013 წელს 44 200 დოლარი, 2014 წელს კი 21 800 დოლარი.
 
ანგარიშის მიხედვით, გამოძიებამ საბუღალტრო პროგრამულ სისტემაში არსებული ხარვეზი გამოავლინა, რომლის მეშვეობით თაღლითობა განხორციელდა. საქმის შესწავლის ინიციატორი თბილისის საელჩოს დასაქმებულთა ასოციაცია იყო.
 
საქართველოში ამერიკის საელჩოში კომენტარი არ გაკეთებულა, რადგან ქვეყნის დამოუკიდებლობის დღის გამო, აქ არასამუშაო დღეა.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...