32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც მხოლოდ საოფისე პირობებში.- რატომ არ იცავს ხელისუფლება მის მიერვე დამტკიცებულ საწარმოო რეგლამენტს?

0
446

ბევრი არაკეთილსინდისიერი დამსაქმებელი ბოროტად სარგებლობს საქართველოს მოსახლეობის  უკიდურესად შეჭირვებული ეკონომიკური მდგომარეობით და გაუსაძლის სიცხეში ამუშავებს დასაქმებულებს. ამას ვაწყდებით ყოველ ნაბიჯზე – მშენებლობებზე, საწარმოებში, ოფისებში, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და  ზოგჯერ იწვევს სიკვდილიანობასაც. ეს უკანასკნელი  ხშირად არც კვალიფიცირდება, როგორც მზის დაკვრის შედეგი და გულ-სისხლძარღვთა დაავადების შედეგად აღიქმება თვით მსხვერპლის ოჯახების მიერაც კი,  თუმცა ეს სინამდვილეში  ჰაერის მაღალი ტემპერატურის პირობებში  მუშაობის პირდაპირი შედეგია.
 
იციან თუ არა საქართველოს მოქალაქეებმა, რომ  პრემიერ-მინისტრის 2014 წელს გამოცემული საწარმოო რეგლამენტის მიხედვით, 32.5 გრადუს ცელსიუსზე მუშაობა მხოლოდ ერთი საათით არის დაშვებული და ისიც მხოლოდ საოფისე პირობებში. როგორც ჩანს, არა, რადგან ამ ცხელ დღეებში ხშირად გაიგონებთ, რომ  ჩვენში რატომღაც არ მოქმედებს პრინციპი, რომელიც დიდიხანია დამკვიდრებულია სხვა ქვეყნებში., არადა ეს შავით თეთრზე წერია  დოკუმენტში, რომელიც პრემიერმისიტრის მიერ არის დამტკიცებული (2014წ.) და დამსაქმებლებისაგან მოითხოვს დაიცვან ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც განსაზღვრავს  საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს და  ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო პირობების უზრუნველყოფას ჰაერის მაღალი ტემპერატურის  პირობებში. 
 
 პროფესიული კავშირების გაერთიანება და მისი წევრი ორგანიზაციები ავრცელებენ განცხადებას,  რომელშიც  ხელისუფლებისგან, მეწარმეების  და დამსაქმებლებისაგან მოითხოვენ დაიცვან  რეგლამენტი – შეზღუდონ  ყველა ტიპის სამუშაო, თუ ტემპერატურა  32.5 გრადუსს აღემატება. 
 
დოკუმენტის თანახმად, სიცხეში მუშაობა ასეთი ინტენსივობითაა დაშვებული:
იმ საწარმოებში, სადაც ენერგოდანახარჯების ინტენსივობა 120 კილოკალორიამდეა საათში და გულისხმობს ჯდომით მდგომარეობაში მუშაობას, რომელსაც ახლავს უმნიშვნელო ფიზიკური დაძაბვა, მუშოაბა 32 გრადუს ცელსიუსსზე, დღეში მხოლოდ ორი საათის განმავლობაშია დაშვებული.  საუბარია რიგ პროფესიებზე მრეწველობაში, პოლიგაფიულ და კავშირგაბმულობის საწარმოებში, მათ შორის კონტროლიორებზე და სხვადასხვა სახის საწარმოების ოსტატებზე. აღნიშნული პროფესიები წარმომადგენელთათვის 31.5  გრადუსს ზემოთ 3 საათია დაშვებული საოფისე და სხვა შედარებით მსუბუქი დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებისთვის.
 
იმათთვის კი, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია სიართულთან 10 კილოგრამი სიმძიმის გადატანით და გადაადგილებით, რომელსაც თან ახლავს მძიმე და დიდ და ზომიერ ფიზიკურ დაძაბვას (საჩამომსხმელო, სამჭედლო, თერმული, შემდუღებელი საამქორები, საგლინავი, მანქანათმშენებლობის და მეტალურგიული საწარმოები, ხელით ჭედვის პროცეს, საჩამომსხმელო საამქროებში ხელით დატენვა და ჩასხმა) 31 გრადუსის შემდეგ მუშაობა უნდა შეიზრუდოს.
 
საათობრივი შეზღუდვა მძიმე სამუშაოს შემსრულებელთათვის დაწესებულია 26 გრადუს ცელსიუსიდან. საათობრივი რეჟიმი უნდა დაიცვან საოფისე და შედარებით მსუბუქი ფიზიკური დატვირთვის სამუშაოს შემსრულებლებმა 28 გრადუსიდან  ზევით'' .  – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.
 
წინა სტატიაგერმანიის ხელისუფლება დიუსელდორფის აეროპორტიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას იწყებს.
შემდეგი სტატიატიტა ოლიგარქმა გაახმო, ახალ ზოოპარკში დარგული 365 ათასი ხე – მის მიერ ხელდასხმულმა მერმა ნარმანიამ
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური