მთავარისიახლეებისაზოგადოებაგერმანიის ხელისუფლება დიუსელდორფის აეროპორტიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას ...

გერმანიის ხელისუფლება დიუსელდორფის აეროპორტიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას იწყებს.

Published on

გერმანული საიტის RP-online-ის ინფორმაციით, ხელისუფლება   დიუსელდორფის აეროპორტიდან საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების მასობრივ დეპორტაციას  იწყებს.
 
პოლიციის განმარტებით, დიუსელდორფიდან დეპორტირებულთა რაოდენობის ზრდა დაკავშირებულია იმასთან, რომ  ადგილობრივი ხელისუფლება  მკაცრ დამოკიდებულებას იჩენს მიგრანტებთან მიმართებით და   ოპერატიულად ეუბნება მათ უარს თავშესაფის თხოვნაზე.  
 
"ყველა უნდა იყოს მზად, რომ დეპორტირებულთა რიცხვი მუდმივად გაიზრდება. ეს მიგრაციული კრიზისის მეორე მხარეა", – განაცხადა გერმანიის შს სამინისტროს ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელმა ბურხარდ შნეიდერმა.
 
 დიუსელდორფის აეროპორტიდან მანამდე, ძირითადად, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტების დეპორტაცია ხდებოდა. თუმცა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ასევე, დაიწყეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების დეპორტირება.
 
დალია ჰონი, რომელიც აეროპორტში დეპორტაციის პროცესს აკვირდება, აცხადებს, რომ ის ვერ ახერხებს დიუსელდორფის აეროპორტიდან ყველა დეპორტირებულის მეთვალყურეობას. მისი თქმით, პრობლემები წარმოიქმნება მაშინაც, როცა გერმანიიდან ავადმყოფებს აძევებენ, ან ოჯახის წევრებს განაცალკევებენ.
 
28 მარტიდან 18 მაისის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოს ყველაზე მეტი – 73 მოქალაქე გერმანიიდან იქნა დეპორტირებული.
 

სიახლეები

უკრაინამ რუსეთის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა

უკრაინამ რუსეთის ტამბოვის ოლქის ქალაქ კოტოვსკში Wildberries-ის ლოგისტიკური ცენტრი დაბომბა - ამის ამსახველი კადრები...

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება

1 სექტემბრიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების წესები იცვლება - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა

შეზღუდვების გამკაცრების ფონზე აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების ყველა განაცხადის მიღება შეაჩერა - ამის შესახებ სტატიას...

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...