მთავარისიახლეებისაზოგადოებაცოტნე გამსახურდია: აბა, კალაძე მისულიყო სახანძრო შლანგით, მერე გენახათ კალოშების ლოკვა…

ცოტნე გამსახურდია: აბა, კალაძე მისულიყო სახანძრო შლანგით, მერე გენახათ კალოშების ლოკვა…

Published on

“სიმართლე – თვალის სინათლეო, და დიდუბის გამგებელი აწყვეტილი ქოცქალა რომ ეტაკა უდუმაშვილს, აქ რატომ მოხვედიო, პოლიტიკოსი ან მერობის კანდიდატი ტრაგედიის ადგილას არ უნდა დადიოდეს? თუ ამ ჩვენი გადახდილი პრემიებით გატიკნილი წურბელას გადასაწყვეტია, ვინ სად უნდა მივიდეს, დებატების ველად რომ აქცია იქაურობა?!
 
“ანამნეზე” – საერთოდ ვერ მივხვდი, რა შუაში იყო. აბა, კალაძე მისულიყო სახანძრო შლანგით, მერე გენახათ კალოშების ლოკვა… და არამარტო კალოშების”-წერს ცოტნე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
 
შეგახსენებთ, რომ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატ ზაალ უდუმაშვილსა და დიდუბის გამგებელ ირმა ზავრადაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.   ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა განაცხადა, რომ ამჟამად მერიამ, პირველ რიგში, ხალხის დახმარებაზე უნდა იფიქროს'' და არნიდნა, რომ  ელიავას ბაზრობაზე ხანძრის გაჩენა კითხვებს ბადებს, ვინაიდან ბოლო პერიოდში რამდენიმე ბაზრობის დაწვის არც ერთი ფაქტი გამოძიებული არაა.
 
განაწყენებულმა ზავრადაშვილმა  ზაალ უდუმაშვილი პოლიტიკურ სპეკულაციებში დაადანაშაულა:
„დღევანდელ დღეს საარჩევნო კამპანიის დაწყება, როცა აქ ასეთი ტრაგედიაა, ცოტა უხერხულია. ნუ ცდილობთ, კამერები თქვენი პიარკამპანიისთვის გამოიყენოთ. ! ვიცით თქვენი ანამნეზე! ''
 
 
 
 

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...