საეჭვოა, ისურვებდა თუ არა უფაქიზესი პოეტური სულის ადამიანი ზურაბ ნარმანია მისთვის პატივი პრეზიდენტის ქუჩის შემოკლების ხარჯზე მიეგოთ

0
443
კონსტანტინე ზ. გამსახურდიას  განცხადებას იმის შესახებ, რომ „ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩა ნარმანიას ქუჩად გადააკეთეს“ საზოგადოებაშო არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა. 
 
„ ამას წინათ ხელში ჩამივარდა დოკუმენტი, სადაც მითითებული იყო მისამართი – ზუგდიდი, ნარმანიას ქუჩა 10, ყოფილი გამსახურდიას ქუჩა. – წერსსოციალურ ქსელსი კონსტანტინე ზ. გამსახურდია – სახელისუფლებო კულისებში მოკალათებული ღვარძლიანი ქონდრისკაცების ხვაშიადი გასაგებია: გამსახურდია უნდა დააკნინონ, როგორც ეს უკვე მოხდა და დღესაც ხდება “პეკინის” ქუჩის შემთხვევაში. აბა ხომ უნდა აამონ ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ. მისი სახელობის პატარა ქუჩა მხოლოდ ფონიჭალაშია, სადღაც ძალიან შორს. მაგრამ ვინ ნარმანიას ქუჩაა ეს? ვინ იყო ასეთი? რა დამსახურება აქვს ერის, კულტურის და სახელმწიფოს წინაშე? შედარებით ცნობილი დავით ნარმანიაა, მაგრამ ცოცხალი და ჯერაც თანამდებობაზე მყოფი თბილისის მერის ქუჩა ხომ არ იქნება ეს.
თბილისშიც საკმაოდაა სრულიად უცნობი ადამიანების სახელობის ქუჩები: ტოროშელიძის, მარუაშვილის, ბეთაშვილის, ზახაროვის, ბურძგლას, ყარყარაშვილის, ვეშაპურის, ბურკიაშვილის და სხვების ქუჩები. ესეც კიდევ ერთი დეტალი იმ ბუკეტში, რომლის შემხედვარეც აღმოგხდება: აი, მამული!“
 
მათ, ვინც იჩქარა ამ ინფორნაციაზე დაყრდნობით ზუგდიდისთვის პრეზიდენტის ხსოვნისადმი უდიერ დამოკიდებულებაში დაედო ბრალი, შევახსენებთ, რომ დანარჩენი საქართველოსგან განსხვავებით,  რომ ეს ერთადერთი ( სამწუხაროდ) ქალაქია საქართველოში, სადაც დგას ზვიად გამსახურდიას ძეგლი და სადაც ქალაქის მთავარ ქუჩას მისი სახელი ეწოდა, ასე რომ  საქართველოს ეროვნული გმირისა და პირველი პრეზიდენტისადმი ღირსეულ დამოკიდებულებაში  ზუგდიდს ვერავინ გაეჯიბრება ამ და სხვა ცნობილი მიზეზების გამო.
 
დაბოლოს,  ზუგდიდში  იციან, რომ   ზვიად გამსახურდას ქუჩის ერთი მონაკვეთისთვის  სახელის გადარქმევის საკითხი  მრავალი წლის წინ, 2003 წელს დადგა, როცა პოეტი გარდაიცვალა.  ამაზე რეაქცია არც მაშინ იყო ერთგვაროვანი – ბევრი თვლიდა, რომ პრეზიდენტის სახელობის გამზირის ,,გადანაწილება'' ნებისმიერ სხვა პიროვნებაზე ( დამსახურების მიუხედავად) მიზანშეწონილი არ არის, თუმცა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა ის, რომ  უდროოდ გარდაცვლილი ნიჭიერი ახალგაზრდა პოეტი ზურა ნარმანია იმსახურებს  მის მშობლიურ ქალაქის ერთერთი  ქუჩა მის სახელს ატარებდეს. 
 
  სახელის გადარქმევის მომხრეების  მთავარს არგუმენტს  რომ  ზურა ნარმანიამ თავისი ხანმოკლე ცხოვრების წლები ქუჩის ამ მონაკვეთზე  მდებარე მშობლიურ სახლში გაატარა, მოწინააღმდეგეები სხვა არგუმენტებთან ერთად უპირისპირებდნენ იმასაც, რომ საეჭვოა ისურვებდა თუ არა ის თავად, რომ  ეს პრეზიდენტის ქუჩის შემოკლების ხარჯზე მომხდარიყო.  – ზურაბ ნარმანია ძალიან ფაქიზი სულისა და პოეტური ხელწერის მქონე ადამიანი იყო. მათ  გამგეობას სხვა გამოსავალი შესთავაზაეს. – საბოლოოდ ზურა ნარმანიას სახელი ეწოდა პატარა შესახვევს ამ ქუჩიდან,თუმცა კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მაშინდელმა ადმინისტრაციამაც და საზოგადოების ნაწილმაც ,  უნდა აღიაროს, რომ ახალგაზრდა პოეტის ხსოვნისთვის   პატივის მისაგებად ქუჩის მონაკვეთის ,,ჩამოჭრის'' საკითხი თავის დროზე არც უნდა დამდგარიყო. მაშინ ეს მითქმა-მოთქმაც არ ატყდებოდა, მით უფრო თხუთმეტი წლის შემდეგ. 
.
 
 
 
წინა სტატიაზუგდიდის თეატრის სალიტერატურო ნაწილს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიაპარლამენტის დაცვა მომიტინგეებისგან – ძალოვანების სპეციალური წვრთნა კოპიტნარში. რისთვის ემზადება მმართველი პარტია?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური