მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდის თეატრის სალიტერატურო ნაწილს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უხელმძღვანელებს

ზუგდიდის თეატრის სალიტერატურო ნაწილს თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე უხელმძღვანელებს

Published on

შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგედ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე დაინიშნა.
 
ნიკოლოზ წულუკიძე საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირის პრეზიდენტი და თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი, მიჰყავს ტელე და რადიო პროგრამები ცენტრალურ არხებზე. 
 
თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგის  თანამდებობა ვაკანტური იყო  მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ზუგდიდის ინტელექტუალური ცხოვრების სფეროში გამორჩეული თეატრალი და მწერალი   ზურაბ ცხონდია.
 
პასუხში საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებზე იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეძლებს თბილისში მოღვაწე ნიკა წულუკიძე პარალელურად და ინტენსიურად მუშაობას ამ თანამდებობაზე, თეატრის დირექტორი ზურაბ ეგუტია ყურადღებას ამახვილებს მის მაღალ პროფესიულ  შესაძლებლობებსა და ავტორიტეტზე თაეატრალურ  სფეროში. მისი  თქმით, წულუკიძე ზუგდიდში თვეში რამდენჯერმე ჩამოვა და აქტიურად  ჩაერთვება სპექტაკლების მომზადებაში. იგი, სალიტერატურიო ნაწილის გამგის ფუნქციებიდან გამომდინარე, მონაწილეობას მიიღებს თეატრის რეპერტუარის შედგენაში –  პიესების შერჩევაში,  რეჟისორების მოწვევაში, სპექტაკლების შეფასებაში.  ამისთვის ზუგდიდში თვეში ორ-სამჯერ ჩამოსვლა საკმარისი იქნება ’’- აცხადებს ზურაბ ეგუტია.
 
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...