მთავარისიახლეებიპოლიტიკარატომ მივიდა ელიავას ბაზრობაზე ზაალ უდუმაშვილი და რატომ არ მივიდა ელენე ხოშტარია?

რატომ მივიდა ელიავას ბაზრობაზე ზაალ უდუმაშვილი და რატომ არ მივიდა ელენე ხოშტარია?

Published on

 ,,ამჟამად მერიამ, პირველ რიგში, ხალხის დახმარებაზე უნდა იფიქროს''.- განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა    „ნაციონალური მოძრაობიდან'' ზაალ უდუმაშვილმა, რომელიც  ხანძრის გაჩენისთანავე მივიდა ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე.  . მან თბილისის დიდუბის რაიონის გამგებელს,  ირმა ზავრადაშვილს დაზარალებულებისთვის ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდა . 
 
„უპირველესი ამოცანა არის ხელისუფლების, რომ დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები. შემდეგ უნდა განისაზღვროს ზარალის ოდენობა და მერიამ უდნა მოახდინოს იმ დაზარალებულებისთვის კომპენსაციების გაცემა. რაც შეეხება თვითონ დღევანდელ ფაქტს, ძალიან საეჭვოა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში, 2 ძალიან ცენტრალურ ბაზრობაზე თბილისში ჩნდება ხანძარი,“ – განაცხადა ზალიკო უდუმაშვილმა.
 
წუხელ ამ ცხელ წერტილში არ მისულა ელენე ხოშტარია, მერობის კანდიდატი ,,ევროპული საქართველოდან'' , რომელმაც „ფეისბუქზე" განმარტა, წუხელ ელიავაზე იმიტომ არ მივედი, რომ არ შეიძლება პოლიტიკური ქულების დასაწერად ამ ამბის გამოყენება, რადგან საკმარისი ინფორმაცია არ გვაქვსო.
 
კონკურენტის ბოსტანში გადასროლილ   კენჭს, რომ  მისვლას იქ, სადაც ჭირს, პიარის სუნი ასდის,  უკურეაქცია მოყვა სოციალურ ქსელში. ელენე ხოშტარიას შეახსენეს მისივე გუშინდელი ვიზტი ლაგუნა ვერეში და ამის შესახებ გაკეთებული განცხადება მის პირად ფეისბუქგვერდზე,რომელსაც რატომღაც პიართან დაკავშირებული  ეს უხერხულობა არ შეუქმნია მისთვის.
 
,,გუშინ  ლაგუნა ვერესთან ბრიფინგი მქონდა. ვსაუბრობდი იმაზე, ევროპაში როგორ აცოცხლებენ ძველ შენობებს და ჩვენ ესეთი მაგარი ადგილი როგორი ჩარაზული გვაქვს და მინგრეული. მითუმეტეს როცა ამას ფლობს ქვეყანაში ყველაზე მდიდარი კაცი და 'მთავრობის მეთაური', რომელიც მილიონებს ხარჯავს პანორამით ქალაქის დამახინჯებაზე.
გამიზნულად ფეხი არ შევდგი ტერიტორიაზე, რადგან კერძო საკუთრება უპირობოდ ხელუხლებელია ჩემთვის, ვისიც არ უნდა იყოს.
ხოდა რას ვყვები. მივედი თუ არა მოვიდა სამი პატრული, ფოტო გადამიღეს და გავიდნენ იქვე იდგნენ. მივესალმე თბილად. მათ რას ვერჩი. მაგრამ, აი რაზე მოაცდინეს ეს პოლიციელები. ივანიშვილის ქონებასთან მიახლოებაზე:-('' წერს ელენე ხოშტარია.
 
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ამ ორი განცხადების შეუთავსებლობაზე ამახვილებს ყურადღებას:
 

,,ქალბატონ ელენეს ლაგუნასთან ჰქონდა ბრიფინგი გუშინწინ.
არც ლაგუნაზე გვაქვს, ოფიციალურ დონეზე ინფორმაცია, ქალბატონო ელენე – იყიდა იმ კაცმა.
არც სოციალურ დახმარება შეწყვეტილებთან უნდა დადიოდეთ – ეგეც პოლიტიკური ქულების დაწერაა, რადგან რაღაც იდიოტური ქულების ჯამი არ ჰყოფნით, ანუ, ოფიციალურად, მათაც არ ეკუთვნით სოციალური.
არაა საჭირო ეს პოლიტიკური კეკლუცობა და ხელისუფლების წარმომადგენლების (დიდუბის „ანამნეზე" გამგებელმა იგივე უთხრა ზალიკოს, პოლიტიკურ ქულებს იწერთო) რიტორიკასთან თანხვედრა, ჩემი აზრით. '' – წერს ლაშა ბერულავა
 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...