მთავარისიახლეებისაზოგადოებაპრეზიდენტი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს

პრეზიდენტი აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას ეხმაურება და  აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე წარმატებას უსურვებს
 
"ძვირფასო აბიტურიენტებო, თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა, აქამდე ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეები დაიწყო. მჯერა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოთ მომავალში, თითოეული თქვენგანი იპოვის საკუთარ გზას ცხოვრებაში, ღირსეულ ადგილს საზოგადოებაში. ამავე დროს ღრმად მწამს, რომ მეცნიერება და შემოქმედება, ახალი ცოდნის წარმოების პროცესი არის ის, რასაც თითოეული ქვეყნის განვითარება თუ მთლიანად კაცობრიობის წინსვლა ეფუძნება. ამიტომ მთელი გულით გისურვებთ, რომ წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები და ახალი სასწავლო წლიდან უნივერსიტეტებში გააგრძელოთ იმ ცოდნის გაღრმავება, რომელსაც სკოლებში ეუფლებოდით. მჯერა, რომ წინ შემეცნების სიხარულით აღსავსე და საინტერესო ცხოვრება გელით. რომ თქვენი შრომა ჩვენს ქვეყანას ისევე გამოადგება, როგორც თქვენს პირად წინსვლას," – ნათქვამია პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...