მთავარისიახლეებიმსოფლიოავინიონში მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმებს ცეცხლი გაუხსნეს

ავინიონში მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმებს ცეცხლი გაუხსნეს

Published on

საფრანგეთის  ქალაქ ავინიონში ორი შეიარაღებული პირი მანქანიდან გადმოვიდა და მეჩეთიდან გამოსულ მუსლიმებს ცეცხლი გაუხსნა. დაშავდა 8 ადამიანი, ერთი 7 წლის ბავშვია.თავდასხმა წუხელ, 2 ივლისს,  ადგილობრივი დროით 22 საათსა და 30 წუთზე მოხდა. 
 
ფრანგული მედიის ცნობით, გამოძიება ტერორიზმის მუხლით არ მიმდინარეობს – პოლიცია თვლის, რომ თავდასხმა ორ ახალგაზრდას შორის პირადი დაპირისპირების შედეგია.
 
ეს უკვე მეორე ინციდენტია, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მუსლიმურ სალოცავთან მოხდა.
 
4 დღის წინ პარიზის გარეუბანში მამაკაცმა მეჩეთიდან გამოსული ხალხისთვის მანქანის შეჯახება სცადა, თუმცა ის ადგილზე დააკავეს.

სიახლეები

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს – ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის სიდედრს და სიმამრს საპენსიო ანგარიშები დაუყადაღეს, ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ადვოკატმა,...

ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ – ხაბეიშვილი ოპოზიციას მიმართავს

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე...

მეფრინველეობის ასოციაციაში ადასტურებენ, რომ სინამდვილეში კვერცხის ფასი დეკემბერში არსებულ ფასს გაუტოლდება

დღეს ცნობილი გახდა, რომ კვერცხის ფასი, რომელიც იანვარში გაძვირდა, 5 %- ით შემცირდება. მეფრინველეობის...

სტუ-ს აკადემიური საბჭო თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სრული შემადგენლობა თსუ-სთან გაერთიანების წინააღმდეგია - აკადემიური საბჭოს დადგენილება...