ზაზა ბიბილაშვილი: საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მალე გამოვა კულუარებიდან და ძალიან ღია, მკვეთრ და გადამწყვეტ ფორმებს მიიღებს

0
421
,,ქვეყანას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავად არის მიტოვებული უპატრონოდ'' – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა  „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში " ვენეციის კომისიის" პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს კრიტიკულ გამოხმაურებისა და ხელისუფლების სავარაუდო ქმედებების შეფასებისას. .
 
„ჯანი ბუკიკიომ ხელისუფლებას მაქსიმალური კონსენსუსის მიღწევისკენ მოუწოდა. იგი პირდაპირი იყო თავის კრიტიკაში და ის არასერიოზულობა, რომლითაც ხელისუფლებამ მიიღო ეს კრიტიკა, გვაცნობიერებინებს ჩვენ, რომ ჩვენს ქვეყნას დღეს არ ჰყავს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება. ჩვენს ქვეყნას დღეს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც თავად არის მიტოვებული უპატრონოდ და მან არ იცის რა უნდა გააკეთოს,“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
 
მან აღნიშნა, რომ "ვენეციის კომისიის" მთავარ მოთხოვნას საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ კი  "კლანური ინტერესების" მიხედვით მოქმედებს.
 
ზაზა ბიბილაშვილი აღნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა არამარტო საზოგადოება, არამედ "ვენეციის კომისიაც" მოატყუა, რადგან კონსტიტუციის განსხვავებული პროექტი წარუდგინეს, ხოლო სხვა ვარიანტის დამტკიცებას აპირებენ.
 
„ენმ“-ის წევრი აცხადებს, რომ ბოლო არჩევნების შემდეგ საერთაშორის თანამეგობრობის შეხედულებები საქართველოს ხელისუფლების მიმართ შეიცვალა.
 
„საერთაშორისო თანამეგობრობა დღეს უკვე არის იმ ზღვარზე, როდესაც კრიტიკა კულუარებიდან გამოვა და მიიღებს ძალიან ღია, მკვეთრ და გადამწყვეტ ფორმებს,“ – აცხადებს ზაზა ბიბილაშვილი.
წინა სტატია,,ვერ ვნახე, დაკარგულიყო…” სად არის ბიძინა ივანიშვილი?
შემდეგი სტატიაროგორ გავუძლოთ გაუსაძლის სიცხეს – ჯანდაცვის სამინისტრო გვირჩევს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური