მთავარისიახლეებიეკონომიკაგანმუხურის წითელი ზოლი – საგამოძიებო უწყება თაღლითური გზით მიწების შესაძლო მითვისების საქმეს...

განმუხურის წითელი ზოლი – საგამოძიებო უწყება თაღლითური გზით მიწების შესაძლო მითვისების საქმეს სწავლობს.

Published on

საგამოძიებო უწყება თაღლითური გზით მიწების შესაძლო მითვისების საქმეს სწავლობს. განმუხურის წითელ ზოლში ათობით ჰექტარი ადგილობრივმა მოსახლეობამ, როგორც საკომლო კუთვნილი მიწის ნაკვეთი, ისე დაირეგისტრირა. – ნათქვამია სიუჟეტში, რომელიც გუშინ გავიდა რუსთავი 2 – ის ეთერში. 
 
საკომლო მიწის ნაკვეთი ე.წ. წითელ ზოლში განმუხურის ათობით მცხოვრებს აქვს. ისინი ამბობენ, რომ მიწები ყველა ოფიციალური პროცედურის გავლით, საჯარო რეესტრმა უპრობლემოდ დაურეგისტრირა. ამის გამო კი, ყველა მათგანს გამომძიებლებთან დაკითხვაზე სიარული უწევს. განმუხურის მიწების საქმეზე ფინანსურმა პოლიციამ თაღლითობის მუხლით გამოძიებაც დაიწყო.
 
გამოძიების ვერსიით, განმუხურში თაღლითური სქემა მოქმედებდა. ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები ზღვის სანაპიროზე დაინტერესებულმა პირებმა დაარეგისტრირებინეს, რათა ამის შემდეგ სარფიან ტერიტორიაზე მდებარე ნაკვეთები ხელსაყრელი პირობებით თავადვე შეეძინათ. განმუხურის მაცხოვრებლები ადასტურებენ, რომ ზღვის ნაპირას ათობით ჰექტარი ასეთი ტერიტორია უკვე გაიყიდა.
 
სოფელში ამბობენ, რომ საქმეზე 100-მდე მოწმეა დაკითხული. მათ შორის, სავარაუდოდ, არიან საჯარო მოხელეები და მაღალჩინოსნებიც.
 
დეტალებზე ფინანსურ პოლიციაში არ საუბრობენ, თუმცა, ადასტურებენ, რომ თაღლითობის გარდა, გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლითაც მიმდინარეობს.

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...