მთავარისიახლეებიკულტურამამუკა ცხადაია - წლის ელექტრონავტი და წლის საუკეთესო აუდიოტრეკის ავტორი'

მამუკა ცხადაია – წლის ელექტრონავტი და წლის საუკეთესო აუდიოტრეკის ავტორი’

Published on

პრემია „ელექტრონავტი": საქართველოში საუკეთესო დიჯეები დააჯილდოეს. 
 
ნომინაციაში  ,, 2016 წლის ელექტრონავტი და წლის საუკეთესო აუდიოტრეკის ავტორი''   გაიმარჯვა  ზუგდიდელმა მუსიკოსმა მამუკა ცხადაიამ , რომელიც ელექტრონული მუსიკის სფეროში ჰამაცუკის  (Hamatsuki) სახელით არის ცნობილი. 
 
 
ქართული ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპ-კულტურის წარმომადგენლებს პრემია „ელექტრონავტი"(Electronauts 2016) წელს მეცხრედ გადაეცა, დაჯილდოების ცერემონია თბილისის კლუბ Spacehall-ში 25 ივნისს გაიმართა.
 
გამარჯვებულები  გამოვლინდნენ 10 ნომინაციაში :   წლის დიჯეი, წლის ვიზუალური არტისტი, წლის ცოცხალი შესრულება, წლის საუკეთესო ვიდეო, წლის ფესტივალი, წლის ლეიბლი, წლის ტრეკი, წლის ალბომი, წლის აღმოჩენა და „ელექტრონავტი 2016".
 
მუსიკალური პრემია „ელექტრონავტი 2016"-ის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის მერია და „თიბისი ბანკი".
 
 
ელექტრონული მუსიკისა და ინოვაციური პოპკულტურის ყოველწლიური ფესტივალი 2008 წელს დაარსდა და მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდა ქართველი არტისტების გამოვლენას. გამარჯვებულები ჯილდოებს იმ კონტენტისთვის იღებენ, რომელსაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქმნიან.
 
„ელექტრონავტის" ისტორია 2005 წელს დაიწყო, როდესაც ცნობილმა ქართველმა პროდიუსერმა და მუსიკოსმა სერგი გვარჯალაძემ ელექტრონული მუსიკის თანამედროვე შემსრულებლებზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო. სურათმა დიდი რეზონანსი გამოიწვია და საქართველოში ამ სფეროში მუსიკალური პრემიის შექმნას ერთგვარი ბიძგი მისცა. 2010 წელს მუსიკალური პრემიის ჟიური საერთაშორისო გახდა.
ახალგაზრდა ქართველი ელექტრონული მუსიკოსების საქმიანობის მხარდაჭერისა და წახალისების მიზნით, 2011 წელს იმავე სახელწოდების ფონდიც შეიქმნა. 
 

სიახლეები

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის დას ანგარიშები დაუყადაღეს

სინდისი პატიმრის, მათე დევიძის და, ელენე დევიძე წერს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს. მისი თქმით, აღმოჩნდა,...

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ტროტუარზე დგომის გამო სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება. ექიმს გუშინ, 14 იანვარს, დაურეკეს...

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...