მთავარისიახლეებიეკონომიკაკონსტიტუციაში ჩანაწერი ლაზიკის შესახებ აღარ იქნება, ანაკლია კი განსაკუთრებული ეკონომიკური...

კონსტიტუციაში ჩანაწერი ლაზიკის შესახებ აღარ იქნება, ანაკლია კი განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის სახელით ჩაიწერება

Published on

 კონსტიტუციაში აღარ იქნება ჩანაწერი ლაზიკის შესახებ, თუმცა ჩნდება სპეციალური მუხლი ანაკლიასთან დაკავშირებით –  კონსტიტუციაში იწერება, რომ ანაკლიაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა იქნება. 
 
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განმარტა, მთავრობის სურვილია, ანაკლია კონსტიტუციაში სახელობრივად იყოს დაკონკრეტებული და მოხდა მათი არგუმენტების გაზიარება. 
 
”მთავრობასთან გვქონდა კონსულტაციები. ანაკლიის ტერიტორიაზე დაგეგმილია ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც განსაკუთრებული, სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის შემოღებას საჭიროებს. მთავრობის პოზიციის თანახმად, პერსექტივაში არ უნდა გამოირიცხოს სხვა ტერიტორებზეც ანალოგიური პროექტების განხორციელება. ამიტომ შეჯერებული გვაქვს ასეთი ფორმულირება: – ორგანული კანონით ანაკლიაში იქმნება განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა, სადაც სპეციალური სამართლებრივი რეჟიმი ვრცელდება. ორგანული კანონით შეიძლება შეიქმნას სხვა განსაკუთრებული ზონებიც, სპეციალური სამართლებრივი რეჟიმით”, – განმარტა ირაკლი კობახიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. 
 
შეგახსენებთ,  ჯერ კიდევ მოქმედ კონსტიტუციაში ჩაწერილია მუხლი ქალაქ ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, კონსტიტუციიდან ამოღებულია. .

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...