მთავარისიახლეებიეკონომიკამმართველი პარტიის ყველაზე პოპულარული ლოზუნგი ,,იაფი დენი და გაზი'' უკვალოდ გაქრა. ...

მმართველი პარტიის ყველაზე პოპულარული ლოზუნგი ,,იაფი დენი და გაზი” უკვალოდ გაქრა. ბუნებრივი აირი 5 თეთრით ძვირდება

Published on

,,ქართული ოცნების'' დაპირებებიდან  აღარაფერი დარჩა  –  გაბათილდა ყველა ბრალდება, რომელსაც წინამორბედ  ხელისუფლებას უყენებდა პარტია ჯერ ოპოზიციაში ყოფნის, ხოლო შემდეგ მმართველობაში მოსვლის პირველ წლებში, კერძოდ,   გადასახადების  ხელოვნურად გაზრდაში მოსახლეობს გაჭირვებაზე ხელის მოთბობის მიზნით.
 
ყველაზე პოპულარული ლოზუნგი, იაფი დენი და გაზი – უკვალოდ გაქრა .  ბუნებრივი აირის გადასახადი ძველ ნიშნულს უბრუნდება.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ამჟამინდელი ტარიფი დაახლოებით 5 თეთრით მოიმატებს, რაც  ღარიბი მოსახლეობისთვის  რთული გადასატანი იქნება. მათ არსებულ ტარიფთანაც უჭირთ გამკლავება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში.   ახალ ტარიფთან დაკავშირებით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში ჯერჯერობით არ საუბრობენ. უწყების წარმომადგენელთა ინფორმაციით, კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ძირითადი ნაწილი უკვე შესწავლილია და ინფორმაცია ახალი ტარიფების შესახებ ივლისში გახმაურდება.
 
ხელისუფლების წარმომადგენლები ან დუმილით უვლიან ამ საკითხს გვერდს, ან ცდილობენ საკუთარი უპირობა  და ავანტიურა  ლარის კურსის შეცვლითა და კომპანიების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციებით გაამართლონ. 
 
ექსპერტი ემზარ ჯგერენაია ,,რეზონანსთან'' საუბარში აცხადებს,  რომ  გაძვირება გარდაუვალია და ეს სათანადოდ უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ იცოდნენ რეალური მიზეზები, რის გამოც ცვლილება ხდება. რამდენით გაიზრდება ფასი, საბოლოოდ მარეგულირებლის მიდგომაზეა დამოკიდებული. ჩემი ვარაუდით, გაზი 5 თეთრით გაძვირდება და ამით ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. მიმაჩნია, რომ უნდა მოვხსნათ სოციალური გაზის თემა. არ არის საჭირო მდიდრების სუბსიდირება და ამაში ბევრი დამეთანხმება. დაბალშემოსავლიან და მოწყვლად ფენას მივცეთ სუბსიდია და მდიდრებს არ გადავუხადოთ. ამ შემთხვევაში რეალური ფასი დაწესდება და ტარიფის საკითხიც არ იქნება მუდმივად განახლებადი".
 
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...