მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფელ საჩინოს მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

სოფელ საჩინოს მოსახლეობამ ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტა

Published on

წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტილია. მაგისტრალი სოფელ საჩინოს მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი სოფლის 7 კილომეტრიანი გზის შეკეთებას ითხოვენ. აქციაზე სულ ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. სამართალდამცველებმა გადაკეტილი გზის გახსნა სცადეს, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. აქციაზე ერთი პირიც დააკავეს, რომლის პოლიციაში გადაყვანის საშუალება სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. სოფელ საჩინოს მოსახლეობამ გზის შეკეთების მოთხოვნით აქცია რამდენიმე დღის წინ წალენჯიხის ცენტრშიც გამართა. აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ.  

სიახლეები

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...

პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა

პირ­ველკ­ლა­სელ­თა ტე­რი­ტო­რი­უ­ლი პრინ­ცი­პით რე­გის­ტრა­ცი­ის­თვის სას­კო­ლო უბ­ნე­ბი­სა და სკო­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გა­ნი­სა­ზღვრა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო...

ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...