მთავარისიახლეებისაზოგადოებალომისობის დღესასწაულზე, სალოცავთან მისასვლელ გზაზე მსუბუქად დაშავდა 20-მდე ადამიანი

ლომისობის დღესასწაულზე, სალოცავთან მისასვლელ გზაზე მსუბუქად დაშავდა 20-მდე ადამიანი

Published on

ლომისობის დღესასწაულზე, სალოცავთან მისასვლელ გზაზე 20-მდე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ  ავრცელებს ”ინტერპრესნიუსი” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოზე დაყრდნობით.
 
სააგენტოსგან მირებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე იმყოფებიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც იქ მიმსვლელ მლოცველებს დახმარებას უწევენ.
 
მაშველები ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს დაეხმარნენ, რომლებსაც ფეხი დაუცურდათ და მსუბუქი დაზიანება მიიღეს, "ზოგი უბრალოდ ცუდად ხდებოდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება გაუწიეს".
 
როგორც უწყებაში აცხადებენ, ადგილზე 65 მაშველი იმყოფება და იქ იმ დრომდე დარჩებიან, ვიდრე ბოლო ადამიანიც კი არ დატოვებს სალოცავს.

სიახლეები

კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...

მზია ამაღლობელს ვადამდე გათავისუფლებაზე უარი უთხრეს

გამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელი, ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვა — შესაბამისი გადაწყვეტილება...

სინოდმა უნდა გადაწყვიტოს, საპატრიარქო ასაკი იქნება 70 თუ 72 წელი – მეუფე ვახტანგი

ცურტაველი ეპისკოპოსი მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ სინოდმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. აცხადებს, წმინდა სინოდმა...

ახალდაქორწინებული ბიჭი, რომელსაც მარნეულში ყელი გამოჭრეს, გარდაიცვალა

მარნეულის ცენტრში მომხდარი კონფლიქტის დროს მძიმედ დაჭრილი ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა.  როგორც ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი წერს,...