მთავარისიახლეებიპოლიტიკამუხრანის შატოში შეკრების შემდეგ გაგრძელდება საკადრო ცვლილებების სერია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული...

მუხრანის შატოში შეკრების შემდეგ გაგრძელდება საკადრო ცვლილებების სერია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ბოლოდროინდელ სკანდალურ ამბებთან

Published on

მუხრანის შატოში შემდგარი კულუარული შეხვედრის შემდეგ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია ,,ქართული ოცნების'' მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის მოსალოდნელი  საკადრო ცვლილებების  შესახებ.
,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, შესაძლოა შოთაძეს  და აგულაშვილს  თანამდებობები დაატოვებინონ. ამრიგად გრძელდება საკადრო ცვლილებების სერია, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ბოლოდროინდელ სკანდალურ ამბებთან 
 
 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლა მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს შორის ფარული დაპირისპირების შედეგია.
 
არაოფიციალური ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილის საგამოძიებო სამსახურიდან ჩამოშორება, პარალელურ რეჟიმში მიმდინარე რამდენიმე პროცესს ემთხვევა.
 
ერთ-ერთ მიზეზად ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ყოფილ მთავარ პროკურორს შორის არსებული დაპირისპირება სახელდება.
 
ქუმსიშვილი თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან გიორგი ბადაშვილის შეცვლას (რომელიც ოთარ ფარცხალაძის კადრია) ან სულ მცირე მის მოადგილეებად საკუთარი კადრების დანიშვნას ითხოვს. თუმცა ფინანსთა მინისტრის და პირველი ვიცე პრემიერის მოთხოვნის შესრულებას ხელს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უშლიდა.
 
პოლიტიკურ წრეებში ოფიციალურადაც და არაოფიციალურადაც სწორედ ფარცხალაძე სახელდება საგამოძიებო დეპარტამენტის „მთავარ მაკონტროლებლად“ .
 
ბადაშვილის გადადგომის კიდევ ერთი მიზეზი, რომელზეც კულუარებში საუბრობენ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზს" უკავშირდება.
 
საუბარია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ ამერიკული კომპანია შპს "ჯორჯიან მანგანეზში" 11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, სპეციალური მმართველის დანიშვნაზე, როდესაც სახელმწიფომ დროებითი მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი სამი წლის ვადით დანიშნა, არაოფიციალური ინფორმაციით ეს დანიშვნა კომპანიაში დაახლოებით ერთი წლის წინაც იგეგმებოდა, თუმცა მაშინ ეს ვერ მოხერხდა და ახლა ,,გეგმა ‘ ყოფილი პროკურორი ფარცხალაძის მითითებით სისრულეში იქნა მოყვანილი. არაოფიციალური ინფორმაციით, ჯორჯიან მანგანეზის საქმესთან დაკავშირებით, ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან ფარცხალაძე ბადაშვილისა და გიგლა აგულაშვილის შეხვედრაც შედგა, სადაც ივანიშვილი დაარწმუნეს, რომ ამ დანიშვნას გართულებები არ მოჰყვებოდა. თუმცა ამ დანიშვნას ,კომპანიის სპეციალური განცხადება მოჰყვა. განცხადებაში ნათქვამი კი ნათქვამი იყო, რომ ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მფლობელი ,ამერიკული კომპანია ,,GEORGIAN AMERICAN ALLOYS,“ რომლის შეფასებითაც მთავრობა ამ გადაწყვეტილებით ქარხნის ექსპროპიაციას გეგმავს. დანიშნული სპეციალური მმართველი კი კომპანიის 4% მფლობელ ,,ქართულ ჯგუფთან“ დაახლოებული პირია , რომელიც კომპანიას წარსულში მართავდა.
 
არაოფიციალური ინფორმაციით, რომელიც ,,პირველ რადიოს“ მიაწოდეს, გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკული კომპანიის ბედით, საქართველოში აშშ საელჩო დაინტერესდა , მოგვიანებით კი ამერიკული კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით, ვაშინგტონში სახელმწიფო დეპარტამენტი.
 
არ არის გამორიცხული, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღის წესრიგში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანამდებობიდან (მოულოდნელი გადადგომა) დადგეს , ჩვენი ინფორმაციით, გარემოს დაცვის მინისტრი ამჟამად უცხოეთში იმყოფება და მისი საზღვარგარეთ ყოფნა შესაძლოა ამ „საქმით“ იყოს გამოწვეული, თუმცა სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ის უცხოეთში პირად საქმეზე იმყოფება.
 
მესამე მიზეზი კი თორდია-ფარცხალაძის ,,ელ ცენტროს“ სკანდალია.
 
ვრცელდება ინფორმაცია, რომ სკანდალის შემდეგ სახელისუფლებო კულუარებში ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირებულმა დაჯგუფებებმა ისარგებლეს შექმნილი ვითარებით და ფარცხალაძის შესუსტებას შეეცადნენ. არაოფიციალურად ამ შესუსტების პირველი მაგალითი სწორედ ბადაშვილის თანამდებობიდან ,,მოულოდნელი წასვლაა“. ბადაშვილის წასვლას ასევე წინ უძღოდა მიხეილ ჩოხელის ,,საკუთარი ნებით გადადგომა“.
 
ხელისუფლებასთან დაახლოებული წყაროები ვარაუდობენ ,რომ მიუხედავად ბადაშვილის პროკურატურაში გადაყვანისა, შესაძლოა , ფარცხალაძის შესუსტების პროცესი პროკურატურაში მისი გავლენის შესუსტებაში გამოიხატოს. ვარაუდის თანახმად არ არის გამორიცხული მოულოდნელად ,,საკუთარი ნებით“ თანამდებობიდან გადადგეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მისი პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე, რომელიც ამავდროულად პროკურატურაში გამოძიებას კურირებს. ფარცხალაძის კადრია თბილისის პროკურორი მიხეილ შაყულაშვილიც, რომელმაც შესაძლოა თანამდებობა ასევე „საკუთარი სურვილით“ დატოვოს.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...