მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟურნალისტები თავზე წამოცმული ტომრებით პარლამენტში

ჟურნალისტები თავზე წამოცმული ტომრებით პარლამენტში

Published on

 
2 ივნისს ქართველმა ჟურნალისტებმა მათი კოლეგის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად პარლამენტში აქცია გამართეს. მათ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე  მოულოდნელად თავზე ტომრები ჩამოიცვეს. როგორც ცნობილია, აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მან თბილისიდან ბაქომდე სწორედ თავზე ტომარა ჩამოცმულმა იმგზავრა, მას შემდეგ რაც ის საქართველოს დედაქალაქიდან გაიტაცეს.– ,,ნეტგაზეთი'' დღევანდელ პუბლიკაციაში  აქციის დეტალებზე ყვება.  
 
 
“კეთილი. ჩვენთვის თქვენი გზავნილი გასაგებია და ჩვენც როგორც ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტი, მოწოდებულები ვართ, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს ამ საქმის გამოძიება”, – ასე უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძემ ჟურნალისტების პროტესტს.
ამის შემდეგ ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა დააყენა კომიტეტში აფგან მუხთარლის საქმეზე მსჯელობის საკითხი. მისი თქმით, კომიტეტს საკუთარი ინიციატივით ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც უნდა დაებარებინა “ჟურნალისტის გატაცების” საქმეზე.
“მე მოვითხოვ ამ საკითხის დღის წესრიგში ჩასმას”, – თქვა რატიანმა.
 
უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ჟურნალისტების პერფორმანსს ლეგიტიმური უწოდა, თუმცა მისი თქმით, პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ დროზე ადრე დასკვნების გაკეთებისაგან.
 
“არსებობს გარკვეული ინსტიტუციური ფორმები, რასაც ჩვენ უნდა დაველოდოთ”, – თქვა ცქიტიშვილმა და დასძინა, რომ პოლიტიკოსები გამოძიებას უნდა დაელოდონ რათა მიიღონ საჭირო ინფორმაცია დასკვნების გასაკეთბლად.
 
“ნუ გადავაქცევთ ამ საკითხს შოუს და პოლიტიკური ქულების დასაწერად ნუ გამოვიყენებთ ამ მძიმე თემას”, – ასე უპასუხა სოფიო კილაძემ სერგო რატიანს.
საბოლოოდ მუხთარლის საკითხი კომიტეტის დღის წესრიგში არ ჩასვეს.
“შოუს დადგმის უფლებას არ მოგცემთ”, – უთხრა კილაძემ რატიანს.
 
2 ივნისს ჟურნალისტ აფგან მუხთარლის მხარდამჭერებმა თბილისსა და ქუთაისში, პარლამენტის შენობებთან აქციები გამართეს.
 
აქციის მონაწილეები პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან შეხვედრას მოითხოვდნენ. მათ შესაბამისი განცხადებაც ჩააბარეს პარლამენტში, თუმცა პასუხი არ მიუღიათ.
 
 მანამდე ჟურნალისტები იგივეს ითხოვდნენ სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაურისგან, თუმცა უშედეგოდ.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა - მან რამდენიმე წუთის წინ დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის...

საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე...

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ...

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი,...