ფინალის შემდეგ – “ოცნების გუნდი გვყავს“

0
479
ისკოს მადრიდის "რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება რაც შეიძლება სწრაფად სურს.
მადრიდელთა ნახევარმცველმა, რომელმაც საუცხოო სეზონის ჩაატარა, ამის შესახებ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის „იუვენტუსთან“ (4:1) გამარჯვების მერე განაცხადა.
"ეს იყო სეზონი, რომელზეც შეგიძლია მხოლოდ იოცნებო. ჩვენ ოცნების გუნდი გვყავს და ეს საღამო არასოდეს დამავიწყდება.
ვერასოდეს ვიოცნებებდი, რომ ოთხი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგას 3-ჯერ მოვიგებდი. მსურს მადლობა ვუთხრა იმ ოჯახს, რომელიც ჩვენს გუნდში ჩამოყალიბდა.
"რეალთან“ კონტრაქტის რაც შეიძლება სწრაფად გახანგრძლივების მეიმედება. მსოფლიოში ამაზე უკეთესი ადგილი არ არსებობს. ეს კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა“ – იუწყება ზიდანის სიტყვებს ინტერნეტპორტალი as.com-ი.
 
სერხიო რამოსის აზრით, გუნდმა ხასიათი გამოავლინა და ისტორია შექმნა.
"რეალმა“ ისტორია შექმნა. მე ჩემი თანაგუნდელებითა და კლუბით ამაყი ვარ. კარგი ფეხბურთის ჩვენება და შედეგის მიღწევა გვსურდა. რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ გამარჯვება სრულებით დავიმსახურეთ.
ძალიან გვეამაყება, რომ ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ ორჯერ გავიმარჯვეთ. გუნდმა ხასიათი აჩვენა“ – განაცხადა რამოსმა beIn Sports-თან.
 
კრიშტიანუ რონალდუსთვის საპასპორტო ასაკი მხოლოდ ციფრებია, ხოლო თავს პატარ ბიჭივით გრძნობს.
მადრიდის "რეალის“  32 წლის პორტუგალიელმა ბომბარდირმა ამის შესახებ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტურინის "იუვენტუსთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ განაცხადა.
რონალდუ ფინალში დუბლი შეასრულა და როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირზე 600 გოლი გაიტანა. ის 105 გოლით ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
"ძალიან გახარებული და უკიდურესად მოტივირებული ვარ, ხოლო ჩემი ასაკი პასპორტში ეს მხოლოდ ციფრებია. თავს პატარა ბიჭივით ვგრძნობ.
კიდევ ერთი საუცხოო სეზონი ჩავატარე. პარტნიორებთან ერთად დუბლი შევასრულე – ორი ტურნირი მოვიგეთ. ციფრები არ ტყუიან. ძალიან მიხარია. ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია. მიხარია, რომ ამის თქმით საშუალება ყოველ წელს მაქვს.
ფინალი თანაბარი გამოვიდა. "იუვე“ პირველ ტაიმში საუცხოოდ ითამაშა, მომენტები შექმნა, მაგრამ შესვენების შემდეგ ჩვენ უკეთესად გამოვიყურებოდით. მიმაჩნია, რომ განვლილ სეზონში ეს „რეალის“ მიერ ჩატარებული საუკეთესო ტაიმია. ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გუნდმა ვისაც ეთამაშები მთელი ტურნირის განმავლობაში მხოლოდ 3 გოლი გაუშვა“ – ციტირებს პორტუგალიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.
 
მადრიდის "რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს ეჭვი არ ეპარება, რომ წელს "ოქროს ბურთს“ კრიშტიანუ რონალდუ მოიგებს.
მან ამის შესახებ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში "რეალი“-"იუვენტუსი“ (4:1) მატჩის მერე ისაუბრა.
"ძალიან გვიხარია, რომ კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და გავიმარჯვეთ. ფეხბურთი შესანიშნავი სპორტია. ახლა მომავალ სეზონში გამარჯვება და ახალი რეკორდების დამყარება გვსურს.
კრიშტიანუზე რა უნდა ვთქვა? უდავოა, რომ ის მეხუთე "ოქროს ბურთს“ მოიგებს. არა მგონი, რომ ეს მასზე მეტად ვინმემ დაიმსახურა.
ზიდანს რაც შეეხება, ის 2001 წელს საუკეთესო ფეხბურთელი იყო, როდესაც ჩვენს გუნდში გადმოვიდა. ახლა იმავე შემიძლია როგორც მწვრთნელზე ვთქვა.
შემადგენლობა მომავალ სეზონში? ყველაფერი ზიდანთან უნდა განვიხილოთ, რომელიც ჩვენთან ორკესტრს დირიჟორობს“ – ციტირებს მადრიდული საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ინტერნეტპორტალი as.com-ი.

 
წინა სტატიაქართული კონტიგენტი ავღანეთში ასეულიდან ოცეულამდე მცირდება
შემდეგი სტატიაექსკურსიაზე მყოფი პედაგოგი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური