მთავარისიახლეებისაზოგადოებაუჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ დახურულ პროცესზე არ დაუშვეს

უჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ დახურულ პროცესზე არ დაუშვეს

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი „ციანიდის საქმის“ განხილვაზე არ დაუშვეს.„მოსამართლემ ამიხსნა, რომ მას არ აქვს საფუძველი, რომელი ნორმა მიუთითებს, რომ მომცეს ამის უფლება. მითხრა, რომ შემდგომ პროცესამდე გადაწყდებოდა. მე ვუთხარი, რომ არსებობს ორგანული კანონი, რითიც ეს საკითხი რეგულირდება. სახალხო დამცველი რეგულირებას უწევს ადამიანის უფლებებს. ის საპროცესო კოდექსით აპელირებს. ეს ერთგვარი კაზუსია, თუმცა სახალხო დამცველს გააჩნია ეს უფლებამოსილება“, – განუცხადა ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა. პროცესის დაწყების წინ, უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ მას დახურულ პროცესზე წვდომა აქვს, რის გამოც, მან ე.წ. ციანიდის საქმის განხილვაზე დასწრება მოითხოვა.ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ განახლდა. საქალაქო სასამართლოში სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება. პროცესზე მხარეებმა სასამართლოს საკუთარი შესავალი სიტყვით უნდა მიმართონ. შესავალი სიტყვის წარმოთქმა დაგეგმილი იყო წინა პროცესზე, თუმცა სხდომა დეკანოზის პროტესტის გამო ჩაიშალა. დეკანოზის ადვოკატების განცხადებით, მამა გიორგი მამალაძე პროტესტს აღარ გამოთქვამს და 30 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე გამოცხადდება. 19 მაისს, დეკანოზის პროტესტი გამოიწვია მოსამართლის გადაწყვეტილებამ, რომლითაც მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სხდომა დახურა. საქმის საჯარო განხილვის მომხრე იყო თავად ბრალდებული და მისი დაცვის მხარე, თუმცა ამას ეწინააღმდეგებოდა პროკურატურა და უწყების მოთხოვნები სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა. დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალად პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...