მთავარისიახლეებისაზოგადოებასასტუმრო ,,არმაზის'' მფლობელმა თვითმკვლელობის წინ წერილი დატოვა

სასტუმრო ,,არმაზის” მფლობელმა თვითმკვლელობის წინ წერილი დატოვა

Published on

 ადვოკატი თეიმურაზ ქავშბაია სახელმწიფოს  ზაზა ართმელაძის ოჯახზე ზეწოლაში ადანაშაულებს  და არგუმენტად მოყავს წერილი რომელიც  ქობულეთში სასტუმროს ,,არმაზის'' მფლობელმა ზაზა ართმელაძემ დატოვა თვითმკვლელობის წინ. 
 
"ზაზა ართმელაძის წერილი, რომელიც ოჯახის წევრებმა იპოვეს, პირდაპირ მიუთითებს, რომ მისი ოჯახის მიმართ ზეწოლაა, როგორც სისხლის სამართლის საქმეში, ასევე სამოქალაქო წარმოების დროს. საგამოძიებო მოქმედებები, როდესაც ხორციელდებოდა, ჩვენ სამართლიან გამოძიებას ვითხოვდით. რეალურად, ეს ადამიანი და ოჯახი გაწირეს. სახელმწიფო მათ დისკრედიტაციას ეწევა", – აცხადებს თეიმურაზ ქავშბაია ინტერპრესნიუსთან საუბარში.  
 
გუშინ ზაზა ურთმელიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მეზობლები გარდაცვალების მიზეზად ფინანსურ პრობლემებს და იმ განცდებს ასახელებენ, რომელიც  არ ტოვებდა მას   ,,რმაზში“ ორი წლის დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. 
 
თვითმკვლელობამდე ზაზა ართმელაძემ დატოვა. სამგვერდიანი  წერილი, რომელიც დღეს  ოჯახმა გაასაჯაროვა. 
 
,,იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას.- წერს ზაზა ართმელაძე – ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!
 
იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ და ახლა მოსამართლის გადაწყვეტილებით ოჯახს უნდა წაერთვას ისიც, რაც დარჩა.
 
ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე. 
მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის“, – აღნიშნავს ზაზა ართმელაძე.
 
ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი დამწვარ სასტუმროში გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 
 
როგორც ცნობილია, ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზში“ 2 წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის სამი წევრი, 10 წლამდე ბავშვები ემსხვერპლა. 

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...