მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს, უსწრაფესად გამოიძიოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის„გაუჩინარების“...

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს, უსწრაფესად გამოიძიოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის„გაუჩინარების“ საქმე.

Published on

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო სამართალდამცავ სტრუქტურებს მიმართავს, უსწრაფესად გამოიძიოს აზერბაიჯანელი აქტივისტისა და ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის „გაუჩინარების“ საქმე. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო განცხადებას ავრცელებს: „ახლობლების თქმით, აფგან მუხთარლი 29 მაისის შემდეგ აღარავის უნახავს. ის ბოლო ორი წელია საქართველოში ცხოვრობს, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობის გამო მისი იქ დარჩენა სახიფათო იყო. როგორც მისი ცოლი, ლეილა მუსტაფაიევა და მეგობარი დაშგინ აღალარლი ამბობენ, ბოლო პერიოდში აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ, აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. აზერბაიჯანში მყოფი ჟურნალისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფგან მუხთარლი დღეს ბაქოში აღმოჩნდა. ის იურისტს დაუკავშირდა. არსებობს ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიიდან აზერბაიჯანის სპეცსამსახურებმა გაიტაცეს.მომხდართან დაკავშირებით დეტალური განმარტება არ გაუკეთებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მხოლოდ აღნიშნა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი მიხედვით, რაც გულისხმობს თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას.საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, უპასუხონ ჟურნალისტების კონკრეტულ კითხვებს და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აღმოჩნდა თბილისში „გაუჩინარებული“ ჟურნალისტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე? როგორ გადაკვეთა მან საზღვარი ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისშია, როგორც ამას ახლობლები აცხადებენ?ადამიანის უფლებების კუთხით რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები და აქტივისტები საკუთარი ქვეყნებიდან იდევნებიან, საქართველო კი მათთვის თავშესაფარია, სადაც პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა ეძლევათ. ამიტომაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში მაინც იყოს დაცული მათი უფლებები. შესაბამისად, აუცილებელია მთავრობის წევრებიც დაინტერესდნენ მომხდარით.ამასთან, ქარტიის საბჭო მოუწოდებს ჟურნალისტებს გამოიჩინონ სოლიდარობა, აქტიურად გააშუქონ მომხდარი შემთხვევა და ხელისუფლებას მოსთხოვონ პასუხები არსებულ კითხვებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. 

სიახლეები

აშშ და ირანი 60 დღეში სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად “საგზაო რუკაზე” შეთანხმდნენ

22 ივნისს აშშ-მ და ირანმა შვეიცარიაში გამართულ მოლაპარაკებებზე პროგრესს მიაღწიეს და 60 დღეში საბოლოო...

Nestle-მ სანქცირებულ „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო

კომპანია "ნესტლემ" დაიწყო შიდა გამოძიება, როგორ ხვდებოდა მათი რეკლამა სანქცირებული ტელე "იმედის" ეთერში -...

მედია – რუსეთში დაარტყეს ქარხანას, რომელიც „ისკანდერისა“ და „კალიბრის“ კომპონენტებს აწარმოებს

რუსეთის ქალაქ ვორონეჟში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა, წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმა ნახევარგამტარების მწარმოებელ ქარხანა „სბორკაზე“...

23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა...