მთავარისიახლეებისაზოგადოებაქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სკანდალურად ცნობილი სხდომის ოქმი გამოქვეყნდა

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სკანდალურად ცნობილი სხდომის ოქმი გამოქვეყნდა

Published on

ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ    22 მაისის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა. ეს ის სკანდალურად ცნობილი  სხდომაა, რომელზედაც საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მიერ მოწონებულ იქნა მთავრობის დოკუმენტი მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.  
 
 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაცია, ისევე როგორც საკრებულოს ფრაქცია   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ,  სხდომის დასრულების დღიდან დაჟინებით მოითხოვდა  საკრებულოს სხდომის ოქმის გასაჯაროებას.
 ახლა, როცა ოქმი ხელთა აქვთ,ისინი , კიდევ ერთხელ აფიქსირებენ  თავიანთ გადაწყვეტილებას  გაასაჩივრონ აშკარა დარღვევები სხდომის მიმდინარეობაში და მით უმეტეს გადაწყვეტილების მიღებაში   საკრებულოს თავმჯდომარისა და მორჩილი უმრავლესობის მხრიდან.
 
 ოპოზიციური ფრაქციის წევრები აცხადებენ, რომ ისინი აღნიშნული საკითხის წინააღმდეგ იყვნენ, თუმცა მათ პოზიციის ოფიციალურად დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.
 
თავიანთი უფლებების დარღვევად მიიჩნევენ სხდომაზე მისული მოქალაქეებიც იმას, რომ მათივე არჩეულ და მათ წინაშე ანგარიშვალდებულ საკრებულოში მათი აზრის არათუ გათვალისწინება,  მოსმენაც კი არ ისურვეს.
 
 
 
 

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...