ზუგდიდმა დეცენტრალიზაციის იდეა იოლად არ დათმო, თუმცა საკრებულომ ხელისუფლებისთვის სასურველ გადაწყვეტილებას განხილვის გარეშე მისცა ხმა (Video)

0
443
ხალხმა დღეს დეცენტრალიზაციის იდეა არ დათმო.ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომა, რომლის ძირითადი საკითხი იყო განხილვა საკითხისა ზუგდიდისათვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმების შესახებ, რომლის ფორმულირება საზოგადოების დასაშოშმინებლად მოხდა როგორც საკითხისა ,,მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ'', ჩაშლამდე მივიდა.  საკრებულოს თავმჯდომარე სხდომიდან გაიქცა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც მან მისთვის არასასურველი პოზიციის მქონე საზოგადოების წარმომადგენლებისთვის მიკროფონთამ მისვლის სასუალების დაბლოკვის ფონზე, სიტყვა მისცა მოქლაქეს, ქართული ოცნების აქტივისტს, რაც სხვა დამსწრეებმა გააპროტესტეს. 
 
თუმცა სწორედ იმ დროს, როცა საკრებულოს სხდომა შეწყდა და მოსახლეობა გამარჯვებას ზეიმობდა, დარბაზიდან გაქცეული საკრებულოს თავმჯდომარე უკან დაბრუნდა და საკითხს განხილვის გარეშე უყარა კენჭი, ხოლო  დადებითი შედეგის გამოცხადების შემდეგ კი  სასწრაფოდ დახურა სხდომა 12 ხმით სამის წინააღმდეგ – ასეთია კენჭისყრის შედეგები. სამთავრობო წერილს   მხოლოდ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ არ დაუჭირა მხარი.
 
საკრებულოს სხდომა უკიდურესიდაძაბულობის სიტუაციაში მიმდინარეობდა  – ოპოზიციურმა ფრთამ და სხდომის მონაწილე საზოგადოების წარმომდგენლებმა კატეგორიულად  მოითხოვეს ქალაქის სტატუსის შენარჩუნება, რასაც თბილისიდან მიღებული დირექტივების თანახმად უპირისპირდებიდა  მმართველი პარტიიდან არჩეული დეპუტაცია.
 
ფრაქცია ,,ნაციონალურმა მოძრაობამ'' ფაქტობრივად გააცამტვერა,,ქართული ოცნების"' წარმომადგენელი დეპუტატების ყველა არგუმენტი სტატუსის გაუქმების სასარგებლოდ, თუმცა ეს უკანასკნელნი უკან არ თუ ვერ იხევდნენ, რადგან არსებობს ყველა საფუძველი  ვივარაუდოთ, რომ ისინი, პირველ რიგში საკრებულოს თავმჯდომარე და მისი აპარატი   იძულებული არიან  იხელმძღვანელონ გადაწყვეტილების პროექტით, რომელიც თბილისშია შედგენილი და გამოგზავნილი უცილობელი დამტკიცებისთვის.
 
სხდომაზე მიმდინარე კამათში საგრძნობი გახდაისიც, რომ  თბილისური დირექტივები სტატუსის შესახებ ან   ბევრს არც ამ პარტიაში  ახატია გულზე, ან აშინებს საზოგადოების, ზუგდიდის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ნეგატიური რეაქცია  ცენტრალური ხელისუფლებისაგან თავსმოხვეული  ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერის შემთხვევაში.
 
ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრებმა სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეს, წარმოადგინეს წინადადება  ,,ზუგდიდს ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდეს მუნიციპალიტეტების გაერთიანების პირობებში'' 
 
ფრაქციის თავმჯდომარემ კარლო ღადუამ    სხდომაზე გააკეთა მიმართვა მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ მომზადებული კანონპროექტის ავტორებისადმი, ,, პროექტში გაითვალისწინონ მათი მოსაზრებები, რაც მდგომარებს იმაში, რომ ქალაქს უნდა შეუნარჩუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი''.
 
 „ჩვენ ბევრი პოზიტიური ცვლილება ვნახეთ ამ პროექტში მგონია რომ დღევანდელ რეალობას მორგებულია ეს ყველაფერი, მაგრამ მივმართავთ თხოვნით პროექტის ავტორებს, რომ გაითვალისწინონ ხალხის აზრი. გაერთიანების შემთხვევაში ზუგდიდი იყოს თვითმმართველი ქალაქი. ხალხიც, ოპოზიციაც იმას იძახდა რომ ჩვენ ვხარჯავთ ბევრს, ახალი პრექტით ჩვენ აღარ დავხარჯავთ ბევრს, ვივლით უფრო მეტს, ვიშრომებთ უფრ მეტს, და იმ თანხებს რასაც დავზოგავთ გადავიტანთ სოციალურ ხარჯებში, ინფრასტრუქტურულ ხარჯებში და ა.შ. მე მივმართავ პროექტის ავტორებს, დღეს ზუგდიდს უნდა, რომ ზუგდიდი დარჩეს თვითმმართველ ქალაქად“.- განაცხადა მან.
 
საკრებულოს წევრ კახაბერ ფარცვანიას განცხადებით, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხზე კენჭისყრას, თუ ზუგდიდს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდება.
„ეს არის ჩემი პოზიცია, სხვა შემთხვევაში მე წინააღმდეგი ვარ რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე გავიტანოთ“, – განაცხადა დეპუტატმა კახაბერ ფარცვანიამ.
 
 ორივე ამ განცხადებას კიდევ უფრო დიდი ხმაური მოყვა, რადგან საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა და  საზოგადოების წარმომადგენლებმა ამ განცხადებაში  შექმნილი  რეალიების შენიღბვის მცდელობა დაინახეს –  ქალაქის სტატუსის შენარჩუნება  მუნიციპალიტეტების გაერთიანებისა და ბიუჯეტების გაერთიანების შემთხვევაში სრულიად გაუგებარია და აბსურდული, რადგან ასეთ შემთხვევაში ზუგდიდს ფაქტობრივად მხოლოდ სახელი ექნება ქალაქისა,ხოლო მთავარი, რასაც სტატუსი გულისხმობს – ქალაქის განვითარების  შესაძლებლობები, ქაღალდზე დარჩება. 
 
 არც ერთი ამ განმცხადებლითვის უხერხულობა არ შეუქმნია საკუთარ ქმედებას, როცა ხმა მისცა  გადაწყვეტილებას თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების სამთავრობო პროექტის სასარგებლოდ. 
 
 
  
 
 
 

წინა სტატია,,ქალაქი ზუგდიდი თავისუფალია!!! საკრებულოს თავმჯდომარე გაიქცა სხდომიდან!..”
შემდეგი სტატიავენეციის კომისიის მდივანი საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის აუცილელობაზე საუბრობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური