როგორ გადავარდა კინაღამ სკამიდან სანდრო კავსაძე პასტუხოვის უწყებაში და რით ამაყობს აფხაზური პროვინციული დიპლომატია

0
519
გუშინ აფხაზეთში დიპლომატიური მუშაკის დღე აღნიშნეს. ამ დღეს, 1993 წელს გაგანია ომის დროს ვლადსლავ არძინმბამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეოსაქმეთა სამინისტროს შექმნის შესახებ.
 
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი რუსეთის ფედერაციაში იგორ ახბა ,,სპუტნიკისათვის'' მიცემულ ინტერვიუში აფხაზების მიერ მოგებულ საინფორმაციო ომზე და აფხაზური დიპლომატიის  კულუარულ ბრძოლებზე საუბრობს. 
იგორ ახბა იგონებს, რა რთული გზა გაიარა აფხაზურმა დიპლომატიამ,  რომელიც არაფრისგან იქმნებოდა  იხსენებს ომამდელი აფხაზეთის პროკურორის ლევ ჩერქეზიას პათეტიურ სიტყვებს  – როცა ომი დაიწყო, ირგვლივ სრული სიბნელე იყო, ჩვენ ფარვანებივით მოვიტვოლდით თქვენ  წარმომადგენლობაში  მოკიაფე შუქისკენ’’ 
 
,,სწორედ იქ, ჩვენს წარმომადგენლობაში გაიჟღერა ოფიციალურ დონეზე პირველად ხმამაღლა სიტყვებმა ,,ჩვენ დამოუკიდებლობას გამოვაცხადებთ!''- ამბობს იგორ ახბა 
 
ჟურნალისტის ერთეთი კითხვა ეხება მოლაპარაკებებს ქართულ მხარესთან. 
 
 მოლაპარაკების პროცესი პრაქტიკულად პირველივე თვეებიდან დაიწყო,  მოყოლებული  ოთხმოცდაცამეტი წლის 3 სექტემბრიდან, როცა ხელი მოეწერა მოსკოვის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ . ამის სემდეგ იყო მოლაპარაკებები გაეროს ეგიდით და რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით. ეს მოლაპარაკებები აქ, საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობდა. , რასაკვირველია რთულ, დაძაბულ სიტუაციაში , როცა  წინააღმდეგობა ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც  სამკვდრო – სასიცოცხლო ფაზაში იყო გადასული. 
 
რა საკითხებზე იყო განსაკუთრებით რთული მოლაპარაკება ქართულ მხარესთან? 
 
ქართველები ცდილობდნენ აფხაზეთის დელეგაციის შემადგენლობაში ჩაერთოთ ე.წ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლები, ჩვენ კი კატეგოიულად ვეწინააღმდეგებოდით ამას  და ვაცხადებდით, რომ ამ ხალხთან მოლაპარაკებას არ დავუშვებთ. კონსტანტინე ოზგანმა პირდაპირ განაცხადა, რომ  ამ ადამიანებს ხელები იდაყვამდე აქვთ მოთხვრილი აფახზების სისხლიტ და მაგიდას მათტან ერთად არ მივუსხდებით. ავდექით და წამოვედით. მსგავსი რამ არაერთხელ მოხდა. 
მოდით მოვიგონით ყველაზე დაძაბული  დაყველაზე პრინციპული მომენტი ამ მოლაპარაკებებში
ეს იყო 1993 წლის ზაფხულში, როცა ჩვენ გავედით ზავის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებაზე. ეს დოკუმენტი შედგენილი იყო ისე, რომ მასში არაფერი ყოფილა  ჩვენს სასარგებლოდა. და ეს იმიტომ, რომ ამ დროისათვის ჩვენი მებრძოლების სულისკვეთებაში უკვე გარდატეხა იყო მოხდარი  და ჩვენ შეტევაზე გადავდიოდით.  შეთანხმება ზავის შესახებ კი სავსებით აწყობდა ქართველებს , რომელთაც ჰაერივით შირდებოდათ პაუზა, რომ ძალათა გადაჯგუება მოეხდინატ. სწორედ ამიტომ იყო ჩვენი ამოცანა როგორმე გადაგვედო ამ  დოკუმენტის  ხელმოწერა. 
 
იმ დღეს ჩემი ხელმძღვანელი და  უფროსი მეგობარი შუძლოდ გახდა და მოლაპარაკებაზე მარტოს მომიხდა წასვლა, მოლაპარაკეის მაგიდის ტავში იჯდა ბორის პასტუხოვი, რუსეთის ფედერაციის საჰარეო საქმეტა მინისტრი, ქარტრულ მახრეს წარმოადგენდა რვაკაციანი დელეგაცია გენერალ სანდრო კავსაძის მეთაურობით., რომელიც ედუარდ შევარდნაძის რწმუნებული იყო.  ტექსტზე ხელი ჩვენი ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენელთა სტატუსით  უნდა მოგვეწერა 
 
და აი, დადგა მომენტი, როცა როცა გადაჭრით უნდა მეთქვა კი ან არა.  და მე ვთქვი: ,,იცით, სანამ ხელს მოვაწერდე, უნდა მოვეთათბირო ვლადისლავ არძინბას, რომლისგანაც  რწმუნება არა მაქვს პასტუხოვმა შემომთავაზა . გავსულიყავი ისკაბინეტში და იქიდან დამერეკა ვლადისლავ არძინბასათვის.  შეწვდივარ, ვკრეფ ტელეფონის ნომერს და ვეკიტხები – ვლადისლავ გრიგორიჩ , რა ვქნა?  ის კი მეუბნება: ,,ყურადღებით მომოსმინე, ბებერო,  უთხარი,  რომ თანახმა ვართ ხელი მოვაწეროთ დოკუმენტს, თუ მასზე თავად  შევარდნაძის ხელმოწერა იქნება’’.  
როგორც კი ეს გავიგიონე, გუზე მომეშვა – ვიცოდი, რომ ქართველები არასოდეს  წავიდოდნენ ამაზე. შემოვიდა პასტუხოვი:  ,,აბა, როგორ არის საქმე? ‘’
მე ვპასუხობ ყველაფერი ნორმალურადაა, ჩვენ მოვაწერთ ამ დოკუმენტს ხელს. მაგრამ იმ პირობით, რომ მას პირადად  შევარდნაძე მოაწერს ხელს’’. პასტუხოვი გაჩუმდა. ვეკითხები: რაშია საქმე ბატობო ბორის, რარაც ისე ვერ არის? თქვენ ფიქრობთ ქართველები ამაზე არ წავლენ?’’ ,, ვფიქრობ , რომ არა’’ – მიპასუხა მან. 
 
და  ხელი არ მოაწერეთ არა? 
 ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი სანდრო კავსაძე კინაღამ სკამიდან გადავარდა და ერთიანად გაფითრდა. ხმადაკარგულმა ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა გარდა იმისა, რომ თითქმის ჩურჩულით მოგვიგერია: მე ეს ედდუარდ ამბროსოვიჩთან  უნდა შევათანხმო. 
ისე დავიშალეთ, რომ არც დაგვითქვამს მომავალი შეხვედრის დო.  საბოლოოდ ჩვენ მაინც მოგვიხდა ამ დოკუმენტზე ხელმოწერა, მაგრამ გაცილებით გვიან, როცა ჩვენი ჯარები უკვე სოხუმს იყვნენ მომდგარი. 
 
ფაქტიურად ეს ბრძოლა მოგიგიათ!
 
დიახ.  რაც შეეხება შემდეგ დროინდელ ამბებს, ერთერთ ეტაპზე ჩვენ განვიხილავდით  საკითხს რამდენად იყო შესაძლებელი სამოკავშირეო სახელმწიფოს შექმნა ორი თანაბარუფებიანი სუბიექტით – აფხაზეთითა და საქართველოთი.  საქმე იქმადეც კი მივიდა, რომ ლაოარაკი წავიდა იმაზე, რა უნდა დარქმეოდა ამ სახელმწფოს – ფედერაციული რესპუბლიკა თუ სხვა მსგავსი რამ . ამ დროს ვლადისლავ არზინმა ჟურნალისტებს ირონიით ეუბბნება ფედერაციას როგირ დავარქმევთ, როცა ქართულ ანბანში ასო Ф არ არის? 
ბოლოს ქართველებმა გვითხრეს, რომ მზად არიან აფხაზებს  შემოგვთავაზონ  უფართოესი ავტონომია. ამაზე ვუპასუხეთ, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ფორმებს  ყავლი გაუვიდათ და ჩვენ დამოუკიდებლობას გამოვაცხადებთ.
ეს 1999 წელს მოხდა. ამ დროისათვის ჩვენ უკვე ფაქტობრივად  წარმოვადგენდით დამოუკიდებელ სახელმწიფოს. გადაწყვეტილება საბოლოოდ გაფორმდა რეფერენდუმის შემდეგ,  სადაც ხალხმა განაცხადა:  ჩვენ ვემხრობით დამოუკიდებელ, სუვერენულ აფხაზეთს. ამაზე ჩვენი მოლაპარაკებები სტატუსთან დაკავშირებით და პირდაპირი ურთიერთობები ქართულ მხარესთან  შეწყდა 
 
თავად შევარდნაძეც აღიარებდა, რომ აფხაზეთმა საინფორმაციო ომი მოიგო. ახლა სხვა ვითარებაა, სხვა ტექნოლოგიები. მაგრამ  რა არის მთავარი,  რაც უნივერსალურ გამოცდლებად შეიძლება გამოადგეს აფხაზურ დიპლომატიას დღევანდელ რეალიებში? 
 
ერთხელ ინტერვიუ მივეცი ერთერთ სომხურ გაზეთს და მკითხეს, როგრ შეძელით აფხაზებმა გამარჯვება ამ ომში? მე ვუპასუხე – ვერაფერი მოერევა მისწრაფებას მოიპოვო თავისუფლება და დამოუკიდებლობა. სწორედ ეს სულისკვეთება დაგვეხმარა ამ რთული გზის გავლაში.  
 
ოდიში ნიუსის მხრიდან დავძენთ, რომ  აფხაზური პროვინციული დიპლომატია, რომელიც რუსეთის ფრთის ქვეშ ,,იფურჩქნება’’ , კარგი გაკვეთილია   იმისათვის, რომ ქართული დიპლომატია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საქართველოს ერთერთ უმნიშვნელოვანეს იარაღს  წარმოადგენდა,  აფხაზურს არ დააამსგავსოს დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელიც აბაშიძე- კარასინის   ყავის სმით  ამაყობს. ყოველ შემთხვევაში,  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ნელნელა ქრება საერთაშორისო საზოგადოების  თვალსაწიერიდან  და, თუ რამ საინტერესო ხდება, ხდება მხოლოდ ინერციით, რომელიც  მიხეილ სააკაშვილის გუნდის  თანმიმდევრულმა დიპლომატიურმა   ბრძოლამ დატოვა ამ სფეროში.    
 
წინა სტატია,,მათ თვითონ დაინახეს, რომ გამშვები პუნქტების დახურვა აუცილებელი იყო და პოზიცია შეიცვალეს” – ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის დისკუსიების ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიწვევის მიზეზებზე საუბრობს
შემდეგი სტატიასომხეთის მთავრობა გადადგა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური