,,მათ თვითონ დაინახეს, რომ გამშვები პუნქტების დახურვა აუცილებელი იყო და პოზიცია შეიცვალეს” – ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ჟენევის დისკუსიების ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიწვევის მიზეზებზე საუბრობს

0
442
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი გალში, დახურულ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა. მან ჟენევის დისკუსიების მონაწილეებთან ერთად აფხაზეთისა და საქართველოს საოკუპაციო ხაზზე სამი დახურული საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაათვალიერა. 
 
„ჩვენ გვსურდა ადგილზე გვენახა თუ როგორი ვითარებაა. ხშირად ვსაუბრობდით დახურულ გამშვებ პუნქტებზე და როდესაც შემოგვთავაზეს ადგილზე გვენახა ვითარება, დავთანხმდით. საიდუმლო არ არის, რომ ჟენევის დისკუსიების მონაწილეებს შორის სხვადასხვა მოსაზრებებია იმის თაობაზე, საკმარისი არის თუ არა ერთი გამშვები პუნქტი. ჩვენ დავინახეთ აქ რა ხდება და დისკუსიები გაგრძელდება“, – აღნიშნა ჰერბერტ ზალბერმა.
 
 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა ჟურნალისტებთა საუბარში განმარტა  რა მიზნით მიიწვია აფახზურა მხარემ ეს ზალბერი და სხვები დახურული საკონტროლო გამშვები პუნქტების სანახავად. 
„ჟენევის დისკუსიების წინა რაუნდზე აქტიურად იდგა გამშვები პუნქტების დახურვის საკითხი. ქართულმა მხარემ ეს წარმოაჩინა, როგორც გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის კატასტროფა. დიდი ძალისხმევის გამოყენება დაგვჭირდა, რთა აგვეხსნა, რომ არავითარ ჰუმანიტარულ კატასტროფას ადგილი არ აქვს. იქვე შევთავაზეთ თანათავმჯდომარეებს თვითონ ენახათ, თუ რას წარმოადგენს ეს გამშვები პუნქტები. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი პოზიცია შეიცვალა, მათ დაინახეს, რომ გამშვები პუნქტები არ შეესაბამება არანაირ სტანდარტს, მოწყობილი არ არის და გადაკვეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა კოვემ. 
 
პოზიციის შეცვლა ოფიციალურად  არცერთ ვიზიტორს არ დაუდასტურებია, შესაბამისად,  უცნობია, რის საფუძველზე ასკვნის  დაურ კოვე, რომ ისინი რამდენადმე გაგებით მოეკიდნენ პუნქტების დახურვას. 
 
ევროკავშირის წარმომადგენელმა ჰერბერტ ზალბერმა მხოლოდ ის აღნიშნა, აღნიშნა, რომ ეს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ტრადიციული ვიზიტია დისკუსიების დაწყების წინ.
 „დისკუსიები გრძელდება“ – განაცხადა მან. 
 
წინა სტატიაგიორგი მარგველაშვილი სტუდენტებთან პრეზიდენტის გამოშიგნულ ინსტიტუტზე და სხვისი ხმების მოხეკვაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაროგორ გადავარდა კინაღამ სკამიდან სანდრო კავსაძე პასტუხოვის უწყებაში და რით ამაყობს აფხაზური პროვინციული დიპლომატია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური