მთავარისიახლეებისამართალივინ დაიცავს რიგით მოქალაქეს, როდესაც უმაღლესი თანამდებობების პირები არ არიან დაცულები

ვინ დაიცავს რიგით მოქალაქეს, როდესაც უმაღლესი თანამდებობების პირები არ არიან დაცულები

Published on

აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია თავდამსხმელთა მიერ მიყენებული თავის ქალის დახურული ტრავმებით ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. 
თვითმხილველთა  თქმით თორდიაზე თავდასხმაში ათამდე ადამიანი მონაწილეობდა, თავად დაზარალებული   აცხადებს, რომ  მას  თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, თანხმლებ პირებთან ერთად, რაც მის საქმიანობას 
სამართალდამცველებს ლაშა თორდია ამ დრომდე არ დაუკითხავთ.
 
„ეს ამაზრზენი და ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია, როდესაც გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ხდება. ეს ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იქედან გამომდინარე, რომ როგორც ლაშა თორდია აღნიშნავს, ეს მის  პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს არსებობენ პირები, რომლებიც ბედავენ მაღალი თანამდებობის პირებზე კრიმინალურ თავდასხმებს. როდესაც უმაღლესი თანამდებობების პირები არ არიან დაცულები, ცხადია, თითოეულ მოქალაქეს უფრო მეტად აქვს ამ შემთხვევაში დაუცველობის შეგრძნება. მნიშვნელოვანია, შესაბამისმა საგამოძიებო სტრუქტურებმა უმოკლეს ვადაში გამოიძიონ ეს კრიმინალური თავდასხმა. მნიშვნელოვანია, სრული სიმკაცრით დაისაჯონ ამ კრიმინალური თავდასხმის მონაწილეები“, – განაცხადა აბაშიშვილმა.  –  აცხადებს  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 
 
,,ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა-  რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ესეც შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, მითუმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან. . ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გვექნება კონსულტაციები. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ, უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, თუნდაც კომისიის მიზანშეწონილობის თაობაზე“ -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
 
,

სიახლეები

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...

სოხუმზე 1993 წლის მარტის მასშტაბური შეტევა – გახსოვდეს შენი ისტორია

სოხუმში მარიონეტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს 1993 წლის 15-16 მარტს, სოხუმზე შეტევის დროს დაღუპულთა...

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს

თემქაზე მოკლული მასწავლებლის დედა კიდევ ორი არასრულწლოვნის დაკავებას ითხოვს. ეკა კუპატაძე ამტკიცებს, რომ სკოლის...

უკრაინელებმა კიევის თავზე ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალეს

პირველად რუსეთუკრაინის ომის განმავლობაში, უკრაინამ ყველა რუსული საჰაერო საფრთხე გაანეიტრალა. და ეს მაშინ, როცა...