მთავარისიახლეებიკულტურაჩვენი სამშობლო აშკარად უკეთესს იმსახურებს! - მიხეილ სააკაშვილი ვენეციის ბიენალეზე წარდგენილ ქართულ...

ჩვენი სამშობლო აშკარად უკეთესს იმსახურებს! – მიხეილ სააკაშვილი ვენეციის ბიენალეზე წარდგენილ ქართულ პროექტს აკრიტიკებს

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე წარდგენილ პროექტს აფასებს და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს, რომ ქვეყანა უკეთესს იმსახურებდა:  
-ვენეციის ბიენალეზე წარმოადინეს საქართველოს სახე, უფრო სწორად, ივანიშვილის მიერ საქართველოს გაბანძების სიმბოლო, მონგრეული ქოხი ტაშტით, რომელშიც მუდმივად ჩამოდის წყალი. ჩვენი სამშობლო აშკარად უკეთესს იმსახურებს! – წერს მიხეილ სააკაშვილი. 
 
 ვენეციის ხელოვნების წლევანდელ საერთაშორისო ბიენალეზე საქართველომ წარადგინა პროექტი, სახელწოდებით „ცოცხალი ძაღლი მკვდარი ლომების გარემოცვაში“.
როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, ინსტალაციის მთავარი ნაწილია ძველი იმერული ოდა მიგვანიშნებს იმაზე, თუ რამდენად მძიმედ აწევს ადამიანს სოციალური, პოლიტიკური თუ ისტორიული გარემოებების ტვირთი, რომელიც გავლენას ახდენს ცხოვრების შესახებ ადამიანთა წარმოდგენებზე.
 
:ვენეციის 57-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 2017 წლის 13 მაისიდან 26 ნოემბრის ჩათვლით, იტალიის რესპუბლიკაში, ვენეციაში იმართება. წლევანდელი გამოფენის მთავარ თემას წარმოადგენს “VIVA ARTE VIVA” (კურატორი კრისტინ მასელი). „VIVA ARTE VIVA” კონცეფცია აერთიანებს ყველა თაობისა და წარმოშობის ხელოვანს. გამოფენა მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს  ექსტრავერტირებული მიმართულებების, ცნობილი ადგილების და ყველაზე უცნობი განზომილებების გამოცდილება, რაც ნეოჰუმანიზმისაკენ მიმავალ გზებს გვიჩვენებს.
 
ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზეა“ განთავსებული.
 
ცნობისათვის:  საქართველოს სახელმწიფოს დახმარებით დამოუკიდებელი პავილიონის წარდგენა  მხოლოდ ვენეციის 52-ე ბიენალეზე,  2005 წელს გახდა შესაძლებელი. ამ წელს ბიალეზე წარდგენილი იყო  ქართველი მხატვრებისა – თამარ კვესიტაძის, ეთერ ჭკადუას და სოფო ტაბატაძის ნამუშევრები. . 2009 წელს კოკა რამიშვილმა საქართველოს პავილიონში პოლიტიკური ვიდეოარტი  „Change” აჩვენა. 2015 წელს ვენეციის 56-ე ბიენალეს პარალელურ პროგრამაში მხატვარი ილიკო ზაუტაშვილი მონაწილეობდა.

სიახლეები

ირაკლი ოქრუაშვილი დააკავეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილი გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლო დარბაზში დააკავეს. საქმე ეხება წულუკიანის კომისიაზე...

“დღეს, ქუჩაში ძალადობა ევროკავშირის დროშაში გახვეული დადის” – პაპუაშვილის პროპაგანდისტული ანგარიში

"ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. პაპუაშვილმა გამოსვლა...

მედია-ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტზე ევროკავშირის ელჩებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. Kyiv Independent ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით...

“EU-ს წევრებმა გადაწყვიტეს ორმხრივი სანქციები – უფრო და უფრო მეტი ქვეყანა აწესებს სანქციებს ძალადობაზე პასუხისმგებელი პირების მიმართ” – ჰერჩინსკი “ოცნებაზე”

"მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, ქმედებები და გადაწყვეტილებები, კანონები იქნა მიღებული, რომელიც...