სისტემური დისკრიმინაცია – მუსლიმი თემი ბათუმსა და მოხეში მისი სალოცავების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს

0
407
აჭარის ხელისუფლების  გადაწყვეტილებით,  ბათუმში, გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ახალი მეჩეთი აღარ აშენდება,   მოხეში  მართლმადიდებელ და მუსლიმ მრევლს შორის სადავო შენობა კი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაეცემა და სანაცვლოდ მეჩეთი აიგება.
 
 გადაწყვეტილება ბათუმის მეჩეთტან დაკავშირებით  მუსლიმი თემისთვის კატეგორიულად  მიუღებელია. ისინი   დღეს პარასკევის ლოცვაზე ქუთაისის ქუჩაზე, ორთა ჯამეზე შეიკრიბნენ და ლოცვის წინ კრიტიკული განცხადებები გააკეთეს. მათი თქმით, დემოკრატიულ საზოგადოებაში ნებისმიერ სარწმუნოებას თავისი ღირსეული სალოცავი უნდა ჰქონდეს, ამასთან  ეს  გადაწყვეტილება პოლიტიკურია, რადგან სამართლებრივად ეს ადგილი მათ ეკუთვნით – ტერიტორია მრევლმა რვა თვის წინ საკუთარი ხარჯებით შეისყიდა. მისი ღირებულება ნახევარ მილიონ დოლარს შეადგენს. 
 
,, ბათუმის  მერიის გადაწყვეტილება,  არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც ხელისუფლებამ დაადასტურა ხელმოწერით, მუსლიმ თემთან მიმართებაში თავის დამოკიდებულება. ჩვენ ხშირად გვიწევდა იმის თქმა, რომ მუსლიმი თემის დისკრიმინაცია მიმდინარეობდა საქართველოში – განაცხადა  ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ. 
 
რაც შეეხება ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებას, მას  მოხეში მცხოვრები მუსლიმებიცა და    მართლმადიდებლებიც არაერთგავროვნად აფასებენ. მუსლიმების ნაწილი სადავო შენობის მათთვის გადაცემის მომხრედ რჩება, ნაწილი კი გამოტქვამს მზაობას მიიღოს წინადადება მის ნაცვლად მეჩეთის აშენების სესახებ. რაც შეეხება მოხელ მართლმადიდებლებს,  მათი  ნაწილი  ეთანხმება და მოსწონს კომისიის გადაწყვეტილება, ნაწილი კი არშფოტებულია იმით, რომ მათ   სოფელში ხელისუფლება სამუფთო სამმართველოსთან ერთად  მეჩეთის მშენებლობას გეგმავს.
 

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი   მოხესა და ბათუმის მეჩეთების გარშემო შექმნილ ვითარებას და მიღებულ გადაწყვეტილებებ აფასებს როგორც ,,ძალიან მძიმე გადაწყვეტილებას მუსლიმი თემისთვის და სისტემურ დისკრიმინაციას მის მიმართ.'' 
 
“კომისიას არ შეუსწავლია წარმომავლობის საკითხები, არანაირი ისტორიული დოკუმენტები, არ უმსჯელია საერთოდ ამ საკითხზე და თავიდანვე იყო შექმნილი გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ მიიღო კომისიამ. ეს არის უბრალოდ მექანიზმი იმისთვის, რომ პრობლემა გაყინო, რომ წაართვა ქონება ისტორიულ მესაკუთრეს,“ –  აცხადებს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის დირექტორი ეკა ჭითანავა, მისი თქმით, ეს არის მექანიზმი პრობლემის გასაყინად.
 
მუსლიმი თემის მიმართ დისკრიმინაციულ სისტემურ პოლიტიკად აფასებს ამ გადაწყვეტილებებს  ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო -პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორის თამთა მიქელაძეც 
 
არასამთავრობოები დავის სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.
 
ამ თემასთან დაკავშირებით განმარტებას არც ბათუმის მერია და არც ოფიციალური სამუფტო არ აკეთებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის თქმით კი, აქტის გაცნობის შემდეგ გამოიკვეთება, ეს პოლიტიკური საკითხია თუ წმინდა სამართლებრივი თემა.   
 
 

 
წინა სტატიაზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს
შემდეგი სტატიახელისუფლების უმოქმედობა შრომის ნორმებთან დაკავშირებით ბიზნესის შიშებზეა დაფუძნებული – ტყიბულში სამგლოვიარო მარში გაიმართება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური