ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს

0
389
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციას 2021 წლამდე ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ზურაბ პოლოლიკაშვილი უხელმძღვანელებს.  მის კანდიდატურას გენერალური მდივნის თანამდებობაზე ქ. მადრიდში,  ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 105-ე სესიის ფარგლებში გამართულ არჩევნებში საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.
 
„აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს კანდიდატი არჩეულ იქნა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე. – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში – საერთაშორისო ორგანიზაციის წამყვან მმართველ თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატურის არჩევა ხაზს უსვამს საქართველოს როლს და მის მისწრაფებას წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მმართველობის განხორციელებაში.
 
ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის არჩევა ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერას ტურიზმის სფეროში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწევების კუთხით.ს.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს ყველა წევრ-ქვეყანას მხარდაჭერისთვის, გულითადად ულოცავს ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილს ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს მისი ახალი, მნიშვნელოვანი მისიის განხორციელებისას“, – ნათქვამია  საგარეო უწყების განცხადებაში 
წინა სტატიააფხაზურ ფორუმებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია ოკუპირებული აფხაზეთის შს მინისტრად ინიშნება
შემდეგი სტატიასისტემური დისკრიმინაცია – მუსლიმი თემი ბათუმსა და მოხეში მისი სალოცავების მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებებს აპროტესტებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური