მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქარველოში სტაბილურად მაღალია ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა - NDI

საქარველოში სტაბილურად მაღალია ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა – NDI

Published on

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა. NDI-მ საქართვლოს მასშტაბით სულ 2 500 ადამიანი გამოკითხა. კვლევა აპრილში ჩატარდა.კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 80% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა 12% კი არა.NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორის განმარტებით, სტაბილურად მაღალია ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა საქარველოში, იმაზე მაღალი ვიდრე თავად ევროკავშირის ქვეყნებში. ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებს სამი მთავარი არგუმენტი აქვთ, 43 %-ის აზრით რუსეთთან კონფლიქტის საფრთხე, 24%-ის იდენტობის საფრთხეზე საუბრობს, ხოლო 18%-ს მიაჩნია, რომ ეს არასდროს მოხდება.  63% მთავარ საფრთხედ რუსეთის სამხედრო აგრესიას ასახელებს .ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში უვიზო მომოსვლასთან დაკავშირებითაც არის საუბარი.კვლევის მიხედვით, გამოკითხულთაგან  დიდი უმრავლესობა,  92% ინფორმირებულია ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ. თუმცა ეს მაჩვენებელი დაბლია უმცირესობათა დასახლებაში – 64%.
უმრავლესობის – 78%-ის აზრით, უვიზო მიმოსვლის მიუხედავად მოსახლეობის უმეტესობა ფინანსურად ვერ გაწვდება ევროპაში მოგზაურობას.64% ასევე ამბობს, რომ უვიზო მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვს.მიუხედავად ამისა, 67% მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ემიგრაციაში წავა. გამოკითხვა სრულად ორშაბათს გამოქვეყნდება. ამ დროს ცნობილი გახდება საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება პოლიტიკური ლიდერებისა და პარტიების მიმართ. 

სიახლეები

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს. ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე...