მთავარისიახლეებიპირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება

Published on

სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას შპს “საგანმანათლებლო რესურსები” ავრცელებს.

ამავე ცნობით, პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ფორმების დასაწყობება, უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში.

უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონებში.

პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების რეალიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით განხორციელდება.

II-VI კლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიღება საქართველოში ორ ეტაპად, 15 ოქტომბერსა და 30 ნოემბერს, განხორციელდება” , – აღნიშნულია ინფორმაციაში

სიახლეები

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...

flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართველ ექიმს, საპრეზიდენტო ჯილდოზე წარადგენენ

ისრაელის პრეზიდენტი flydubai-ს რეისის ბორტზე მყოფ ოთხ პირს, მათ შორის ქართული წარმოშობის ისრაელელ ექიმს,...

შემთხვევა კახეთში – მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...