მთავარისიახლეებიზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

Published on

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ რუსეთი დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მობილიზაციის დამატებითი ტალღის გამოცხადებას აპირებს.

ზელენსკის თქმით, ახალი ტალღის ფარგლებში წლის ბოლომდე რუსეთის რამდენიმე ასობით ათასი მოქალაქის, შემდგომი წლისთვის კი იგივე რაოდენობის მობილიზება იგეგმება.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ უკრაინა რუსეთს ამგვარი გეგმების შესრულებას მაქსიმალურად გაურთულებს.

ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში ილაპარაკა.

“ყველაფერი რუსეთის შიდა დოკუმენტებით დასტურდება – ისინი მას [რედ. – მობილიზაციის ახალ ტალღას] შემოდგომას, სწორედ საპარლამენტო არჩევნების იმიტაციის შემდგომ გეგმავენ.

პუტინის გეგმა არც ისე ძნელია: მას სურს, შექმნას სურათი, თითქოს რუსები ომს მხარს უჭერენ. ყველა პარტია, რომელიც არჩევნებზე დაშვებულია, ხომ ამა თუ იმ მხრივ მშვიდობას ეწინააღმდეგება. შემდგომ, ე.წ. არჩევნების შემდეგ, წლის ბოლომდე რამდენიმე ასი ათასობით რუსის დამატებითი სწრაფი მობილიზაცია იგეგმება, პლუს კიდევ ამდენი მომდევნო წელს. ეს ემატება იმ ნაკრებსაც, რომლის შეგროვებასაც ისინი კონტრაქტებით ცდილობენ”. – თქვა ზელენსკიმ.

სიახლეები

ენგურზე „საიდუმლო ტერმინალი“ თითქმის მზადაა — რუსეთი საქართველოს გავლით ახალი სატრანზიტო გზის გახსნას გეგმავს

წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული პროექტი, რომლის შესახებაც 2024 წელს მხოლოდ ვარაუდებით საუბრობდნენ, დღეს თითქმის დასრულებულია:...

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...