მთავარისიახლეებიეკონომიკატყიბულის ტრაგედიის შემდეგ მთავრობა შრომის ინსპექციის შექმნაზე ალაპარაკდა

ტყიბულის ტრაგედიის შემდეგ მთავრობა შრომის ინსპექციის შექმნაზე ალაპარაკდა

Published on

ტყიბულის შახტში  მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისა და ამ ფაქტზე საზოგადოების მაფრი რეაქციის შემდეგ  გააქტიურდა  შრომის ინსპექციის შექმნისა და  ეფექტური საქმიანიობის საკითხი.  
 
"შრომის ინსპექციის შექმნა არის ვალდებულება, რომელიც საქართველომ აიღო. ეს ვალდებულება გამომდინარეობს არა მარტო ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან, არამე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებიდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა განუცხადა. – ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არაერთხელ პრაქტიკულად ყველასთან: მთავრობასთან, ბიზნესთან, სავაჭრო გაერთიანებებთან. ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. მე მესმის, რომ გარკვეული პროგრესი ამ მიმართულებით სახეზეა და ისიც მესმის, რომ ერთ დღეში ეს ვერ განხორციელდება",- განაცხადა იანოშ ჰერმანმა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ეტაპობრივად, შრომის ინსპექცია სრულფასოვნად ამოქმედდება.
 
საქართველოს მთავრობა ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების დარეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას გეგმავს.
სიახლე ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის მქონე ობიექტებზე ინსპექტირებასაც ითვალისწინებს. მასში გათვალისწინებული იქნება სანქციებიც, რომელიც ამჟამად არ არსებობს.
 
საპარლამენტო უმრავლესობაში ვარაუდობენ, რომ ინიციატივის კანონად ჩამოყალიბება საგაზაფხულო სესიაზე მოხდება და საკონსტიტუციო დონეზე ამ საკითხის ჩანაწერს საჭიროდ არ მიიჩნევენ.
„მთავრობა შემოიტანს უახლოეს მომავალში კანონმდებლობას ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ, რომ ჯანმრთელობისთვის მაღალი რისკის მქონე დაწესებულებებში შრომის ინსპექციას ჰქონდეს პროაქტიული შემოწმების საშუალება, არ სჭირდებოდეს სასამართლოს ნებართვა თუ ორგანიზაციის მიწვევა და ამავდროულად ჰქონდეს სანქციების დაყენების უფლება იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდა შრომის უსაფრთხოების ნორმები,“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.
 
შრომის ინსპექციის შექმნის ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს ოპოზიცია. საპარლამენტო უმცირესობაში ამბობენ, რომ მსგავს შემთხვევებში მთავარი საქმის გამჭვირვალედ და დეტალურად გამოძიებაა. თუ ეს არ მოხდა შრომის ინსპექცია ისეთივე  ფიქტიური წარმონაქმნი იქნება, როგორიც იყო მსგავსი სტრუქტურა საბჭოთა კავშირში.  
 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...