მთავარისიახლეებიეკონომიკაშალვა ნათელაშვილი: თერგ-არაგვის ხეობა და ბაზალეთის საკურორტო ზონა კალაძე-ივანიშვილის მილიარდიან ენერგობიზნესს ეწირება

შალვა ნათელაშვილი: თერგ-არაგვის ხეობა და ბაზალეთის საკურორტო ზონა კალაძე-ივანიშვილის მილიარდიან ენერგობიზნესს ეწირება

Published on

„  მივმართავთ გაეროს გენერალურ მდივანს, მოავლინოს საგანგებო საერთაშორისო კომისია რეგიონში ეკოლოგიური გენოციდის აღსაკვეთად –  კალაძე-ივანიშვილის მილიარდიან ენერგობიზნესის ინტერესებს ეწირება თერგ-არაგვის ხეობა და ბაზალეთის საკურორტო ზონა. .-აცხადებს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი და კატეგორიულად მოითხოვს  შეწყდეს მაღალი ძაბვის საოკუპაციო გადამცემი ხაზის მშენებლობა კავკასიონზე, რაც   გამოიწვევს ამ უნიკალური საკაცობრიო რეგიონის დემოგრაფიულ, ეკოლოგიურ და ისტორიულ კატასტროფას''
 
ლეიბორისტების ლიდერი ხანდოს ხეობის მოსახლეობის მიერ გუშინ ფასანაურში საპროტესტო აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებასაც მოითხოვს. 
 
შეგახსენებთ, გუშინ ფასანაურში მომხდარი პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებისას 2 მოქალაქე დააკავეს, დღეს   სასამართლომ ისინი 400-400 ლარის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. 
 
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ პროტესტი ამით არ შეწყდება –  ისინი  ხანდოს ხეობაში იმორიგევებენ, რათა მაღალი ძაბვის ელექტრო ხაზების სამუშაოები არ აღდგეს.
 

სიახლეები

Apple-მა App Store-იდან წაშალა რუსული VK-ს აპლიკაციები, როგორიცაა Odnoklassniki

Apple-მა App Store-იდან კომპანიის აპლიკაციები წაშალა, მათ შორის, Odnoklassniki, Mail.ru, VK Music, VK Dating...

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა აგრესიულ ეტაპზე გადავიდა – SJC

სოციალური სამართლიანობის ცენტრის (SJC) განცხადებით, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა...

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...