მთავარისიახლეებიმსოფლიოიმ ზღვაში,სადაც ადამიანები არ იძირებიან, რუსი პარლამენტარი დაიხრჩო

იმ ზღვაში,სადაც ადამიანები არ იძირებიან, რუსი პარლამენტარი დაიხრჩო

Published on

ისრაელის მედიის ცნობით, ამ ქვეყნის სანაპიროსთან მკვდარ ზღვაში ყველაზე მდიდარი რუსი პარლამენტარი, ფრაქცია ელ-დე-პე-ერ-ის დეპუტატი, 69 წლის ვასილი ტარასიუკი დაიხრჩო.
ყველასთვის ცნობილია, რომ მკვდარ ზღვაში მარილის მაქსიმალური შემცველობის გამო, ფიზიკის ყველა კანონით, ადამიანი არ უნდა დაიხრჩოს. ტურისტები ამ ზღვაში ცურვას ზედმეტი მოძრაობების გარეშე ახერებენ და უმოძრაო მდგომარეობაში, წყალზე მწოლიარე გაზეთსაც კი კითხულობენ… მიუხედავად ამისა, ჟირინოვსკის თანაპარტიელი რუსი პარლამენტარი, რომელიც დუმის დეპუტატებს შორის ყველაზე მდიდარ ადამიანად ითვლებოდა, შაბათს 6 მაისს დილით სასტუმრო Herods-ის პლაჟიდან წყალში ჩასვლიდან ცოტა ხანში მაშველებმა დამხრჩვალი ამოიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსი დეპუტატი 4 დღის წინ დაიხრჩო და ამაზე ისრაელის მედიაში დაიწერა, რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ 10 მაიის გაავრცელა ინფორმაცია ქვეყნის პარლამენტარის დაღუპვის თაობაზე.

სიახლეები

აბიტურიენტებს დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ

აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლების გარდა, დამატებით 3 პროფესიული კოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ -...

თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

განათლება საფრთხეშია! - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საპროტესტო აქცია...

“ჯვარსკის” პენსიონერ დედას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული პენსიონერი ბრალს არ აღიარებს. რევაზ უბილავას იგივე „ჯვარსკის"...

ზურა მანჩხაშვილს ტროტუარზე დგომის გამო 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურა მანჩხაშვილი, რომელსაც ტროტუარზე დგომის გამო დღეს მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ 5-დღიანი ადმინსტრაციული პატიმრობა შეუფარდა,...