გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის კონკრეტულად რომელიმე მოდელს კი არა, იმას უპირისპირდება, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოქალაქეთა დაუკითხავად ხდებოდეს (Video)

0
443
საქართველოს პრეზიდენტმა ტელეკომპანია ,,ოდიშთან"' ინტერვიუში პასუხი გასცა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას,   როგორ ხედავს  იგი ქვეყნის სახელმწიფო მოწყობას –  როგორც საპარლამენტოს, საპრეზიდენტოს, ნახევრად საპრეზიდენტოს თუ სხვას,  ამასთან განმარტა,რას გულისხმობს  იგი, როცა  სვამს კითხვას – ვინ გადაწყვიტა, რომ თითქოს ხალხს საპარლამენტო რესპუბლიკა უნდოდა? 
 
,,მე მიამაჩნია, რომ ყველა ეს მოდელი შეიძლება იყოს დემოკრატიული –  განაცხადა პრეზიდენტმა –  რას ნიშნავს სიტყვა ,,დემოკრატიული’’, რომელსაც ძალიან ხშირად ვახსენებთ ხოლმე?  ამ სიტყვას ძალიან მარტივი შინაარსი აქვს   –  ,,ხალხის აზრიდან გამომდინარე’’. ამაშია საქმე. ყველა სისტემა შეიძლება იყოს დემოკრატიული, მაგრამ ის უნდა ეფუძნებოდეს ხალხის ნებას. ჩვენ, როგორც საზოგადოება, უნდა ჩამოვყალიბდეთ , რა გვინდა – ეს სისტემა თუ ის? 
ვინ მოვიდა ჩვენთან და ვინ გვითხრა რა არის კარგი საპრეზიდენტო  მოდელში,  ნახევრად საპრეზიდენტოში ან  საპარლამენტოში, ვინმე დამჯდარა ამ სტუდიაში ან ცენტრალურ ტელევიზიებში და განუმარტავს,  რა არის კარგი ერთ მოდელში  ან სხვაში? ეთქვათ ჩვენთვის რომელ მოდელს რა მოყვება, განმარტა ეს ვინმემ?  ხალხი რომ მაცივარს ყიდულობს ან ტელეფონს,  არკვევს ხოლმე რა ფუნქციები აქვს, როგორ გამოიყენოს, მერე რანაირად იმუშავებს და ა.შ. 
მაშინ, როცა ჩვენ ვქმნით ქვეყნის უზენაეს კანონს და უცებ გვეუბნებიან, რომ არსებული მოდელი იცვლება საპარლამენტოთი, ( განა ეს საპარლამენტო მოდელი დემოკრატიული არ არის? ) მაგრამ ერთს რომ ცვლი,  რატომ არ მიხსნი,  რა იქნება უკეთესი ამ შემთხვევაში? – ამაშია პრობლემა. 
 
შესაბამისად მე,  ის კი არა, რომ ვუპირისპირდები ან საპარლამენტო მოდელს, ან ნახევრად საპრეზიდენტოს, არამედ ვუპირისპირდები იმას,  რომ  ქვეყანაში რაღაცეები ისე მოხდეს,   რომ მოქალაქეებს არ დაეკითხონ.  ვუპირისპირდები ამას დღეს და ყოველთვის ვუპირისპირდებოდი,  როცა მსგავსი რამ ხდებოდა და ჩემს პოზიციას ვაფიქსირებდი არა მარტო დღეს, როგორც ზოგიერთები, რომელნიც დღეს აღმოცენდნენ, არამედ გუშინაც, გუშინწინაც  და ყოველთვის.
მე მჯერა, რომ ხალხს უნდა კითხო (კი, ეს კითხვა შესაძლოა რთული იყოს, მაგრამ შენ უნდა გააგებინო – ამ ქართველმა ხალხმა ,,ვეფხისტყაოსანი’’ გაიგო და რას ვერ გაიგებს ახლა, რა განსხვავე ბაა ერთს მოდელსა და მეორეს შორის. 
მოყევი მარტივად, შემოიკითხე,  ისინიც გიპასუხებენ – ეს მოგვწონს, ეს არ მოგვწონს, მერე დაჯექი და დაწერე   – ეს არის ჩემ რწმენა, ამის მჯერა. 
 

წინა სტატიაოკუპანტების მიერ აფხაზეთიდან გამოძევებული რაიხსტაგის გმირი მშობლიურ ქალაქში საფლავსაც ვერ ეღირსა
შემდეგი სტატია“წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში რამდენიმე კრიტიკული მოსაზრება მაქვს”- გიორგი მარგველაშვილი (Video)
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური