მთავარისიახლეებითანხის მითვისებისთვის "მეტალ+"-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

Published on

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ +-ის დირექტორი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

გამოძიების მიხედვით, შპს მეტალ +-ის დირექტორმა 680 682 ლარი მიითვისა, რითაც 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა, აღნიშნული ქმედებით მან ფული გაათეთრა.

უწყების ცნობით, ბრალდებულს 9 წლით და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, 1 ბინა და 4 ავტომობილი კი ჩამოართვეს.

“გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს მეტალ +-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის, სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1 091 329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

აღნიშნულის საფუძველზე შპს მეტალ +-ის ანგარიშზე ჯამში 893 522 ლარი, მათ შორის, 763 931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, ხოლო დანარჩენი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. კერძოდ, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212 840 ლარს შეადგენდა, ხოლო ჩარიცხულ თანხებსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა 680 682 ლარი შპს მეტალ +-ის დირექტორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

უკანონოდ დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს მეტალ +-ის დირექტორმა ფიქტიური ოპერაციების საფუძველზე უძრავი და მოძრავი ქონება: 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა, რითაც 680 682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მას ბრალდება საქართველოს 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის დ და მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ და გ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის) ჰქონდა წარდგენილი.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...