მთავარისიახლეები4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

Published on

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს “ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით” ემუქრება და ამბობს, რომ “თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას”.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ” – ამბობს კობახიძე.

ერთ-ერთი მიზანი, რატომაც დაანონსდა „ნაცმოძრაობისა“ და მისი მეორე განშტოების მიერ 4 ოქტომბრის აქცია, არის ის, რომ მათ სურთ, რაც შეიძლება ნაკლები ხმა მიიღოს „ლელომ“ და გახარიამ. არის სუბიექტური ინტერესები, მაგრამ საბოლოოდ, ყველას ჰყავს ერთი პატრონი. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ როგორი განსხვავებებიც არ უნდა ჰქონდეთ მათ – ტაქტიკური თუ სუბიექტური, საბოლოოდ, მათი პატრონი ერთად ყრის ხოლმე ამ პარტიებს. ბუნებრივია, ასე მოხდება 4 ოქტომბერსაც, თუმცა არანაირი ფორმით, მათ წარმატების არავითარი შანსი არ აქვთ. ბუნებრივია, საქართველოში არის დემოკრატია. ყველას შეუძლია შეიკრიბოს, თუმცა ყველას შეუძლია შეიკრიბოს კანონის ფარგლებში. თუ ვინმეს თავში აზრად მოუვა კანონის დარღვევა, ყველა, რა თქმა უნდა, საკადრის პასუხს მიიღებს.

4 ოქტომბერი მთლიანად, არჩევნების, აქციისა და ყველაფრის ჩათვლით, ჩაივლის ძალიან მშვიდად. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ მთავარია კანონის დარღვევაზე არავინ იფიქროს. თუ ვინმეს მაინც დაუცდება ხელი, ნახავენ მათ შორის, ახალი სისტემის, ახალი ხელმძღვანელობის ნამდვილ ძალას. არავის არ ვურჩევ ამას. რეალურად, თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას. ჩემი მოკრძალებული რჩევაა, რომ ხელი არ წაუცდეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...