საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა რიყის პარკში ევროპის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ოფიციალურად გახსნეს. საქართველოს პრეზიდენტმა გახსნის ცერემონიაზე ევროინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროკავშირის წევრი 18 ქვეყნის საელჩოებსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, რიყის პარკში ევროპის დღის აღსაღნიშნავ ღონისძიებას მართავს. ღონისძიებები ოფიციალურად 12:00 საათიდან დაიწყო, ადგილზე კონცერტები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. სპეციალურად დღევანდელი დღისათვის გერმანიიდან მოწვეული ბენდი ჯაზანოვა დაუკრავს. ღონისძიებას ჯგუფი „მგზავრები“ საზეიმო კონცერტით დახურავს. ადგილზე მოწყობილია გასართობი ზონები და კვების ობიექტები, ჩატარდება თამაშები, გამარჯვებულები კი პრიზებით დაჯილდოვდებიან.
თბილისში ევროპის დღეები აღინიშნება
სიახლეები
კონფლიქტები
უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს
უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
"დნიპროპეტროვსკის...
სიახლეები
ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...
საზოგადოება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა.
ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...
საზოგადოება
როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში
გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...