მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ხედავთ, როგორ იფერებენ ამერიკის გადაწყვეტილებას? - არა , ბატონებო, ეს თქვენი...

,,ხედავთ, როგორ იფერებენ ამერიკის გადაწყვეტილებას? – არა , ბატონებო, ეს თქვენი მონაპოვარი არ არის ”- სოციალურ ქსელებში ხელისუფლების ყალბ აღტაცებაზე საუბრობენ

Published on

სოციალურ ქსელებში კრიტიკულად აფასებენ ხელისუფლების რიტორიკას საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების მიერ მიღებუ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებთან  დაკავშირებით და ხელისუფლების წარმომადგენლების, ახლო წარსულში მკვეთრად გამოხატული პრორუსული ორიენტაციის მქონე პოლიტიკოსების  არაორაზროვან   მინიშნებებს იმაზე,  რომ ეს ექსკლუზიურად მათი  საქმიანობის შედეგია. 
 
 ,,რა დღეში იყვნენ 2012 წლამდე ოპოზიციაში მყოფები და რა ძირს უთხრიდნენ სააკაშვილის და მის გუნდს? ეხლა კი ხედავთ როგორ იფერებენ ამერიკის გადაწყვეტილებას?'' – წერს ერთერთი ინტენეტმოხმარებელი, რომლის პოსტი სრულ უნისონშია  სოციალურ ქსელში გამოთქმულ შეფასებათა უდიდეს უმრავლესობასთან. –  არა, ბატონებო,  ეს თქვენი მონაპოვარი არ არის (თქვენ ომი სააკაშვილს გადააბრალეთ,  ხოლო ამერიკამ და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ  ნათლად მიგითითათ,  რომ ომი დაიწყო რ უ ს ე თ მ ა!) 
ეს თქვენს მიერ სამშობლოდან გაძევებული პატრიოტების მონაპოვარია, ეს ნაციონალური მოძრაობის მონაპოვარია , ეს იმ პოლიტმატიმრების მონაპოვარია, ვინც დღეს ციხეშია, ეს იმ ბიჭების მონაპოვარია, ვინც დღეს იბრძვის უკრაინაში, ერაყში, ავღანეთში და ეს იმ ქართველი ხალხის მ ო ნ ა პ ო ვ ა რ ი ა,  ვისაც სჯეროდა მიშა სააკაშვილისა  და ნაციონალური მოძრაობის პარტიის და იზიარებდა მათ იდეებს !''- 

სიახლეები

უკრაინელებმა დნეპროპეტროვსკის ოლქის 5 სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ხუთი სოფელი გაათავისუფლეს. ამის შესახებ 225-ე ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა სოციალურ ქსელში განაცხადა. "დნიპროპეტროვსკის...

ელენე ხოშტარია სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე გიორგი არევაძემ კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ სხდომაზე...

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” სტრასბურგის სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სამი ახალი საჩივარი გაგზავნა. ორგანიზაცია სტრასბურგის სასამართლოში...

როგორ ამინდს უნდა ველოდოთ 27-31 დეკემბერს საქართველოში

გარემოს სააგენტოს ინფორმაციით, 27-31 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით...