მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსეთი განაწყენებულია ევროსაბჭოზე, რომელმაც გადაჭრით დააფიქსირა, რომ მთელი პასუხისმგებლობა...

რუსეთი განაწყენებულია ევროსაბჭოზე, რომელმაც გადაჭრით დააფიქსირა, რომ მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისათვის სწორედ მას ეკისრება

Published on

რუსეთი ტენდენციურს უწოდებს  ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ ხუთშაბათს მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან დაკავშირებით და აცხადებს, რომ აუცილებელია სერიოზული დაფიქრება, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში. 
 
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ  3 მაისს   საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას  აფასებენ როგორც   „მორიგ არაკონსენსუსურ გადაწყვეტილებას საქართველოს შესახებ“.
 
„დოკუმენტი თავისი მიკერძოებულობით განმაცვიფრებელია. მასში დეკლარირებულია არარსებული კუთვნილება საქართველოსადმი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, არის მცდელობა რუსეთს დაეკისროს პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტისთვის, რომელიც საქართველოს აქვს ამ რესპუბლიკებთან, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში, ასევე ამ რესპუბლიკების შიგნით არსებულ ვითარებაზე. თბილისი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით განაგრძობს საერთაშორისო მოედნებზე ცრუ პროპაგანდას, რომლის ერთადერთი მიზანია მეზობლებთან ნორმალური ურთიერთობები არ ჰქონდეს. საქართველოს დელეგაცია სისტემატურად ამბობს უარს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჟენევის დისკუსიებში ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ამ სიტუაციაში გვიწევს სერიოზულად დავფიქრდეთ არსებული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...