მთავარისიახლეებისაზოგადოებამინისტრის ბრძანებით, სასკოლო კვებაში გარკვეული სახის პროდუქტები აიკრძალება

მინისტრის ბრძანებით, სასკოლო კვებაში გარკვეული სახის პროდუქტები აიკრძალება

Published on

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სასკოლო კვების ორგანიზების შესახებ რეკომენდაციებს აქვეყნებს. ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჯანსაღი კვებითი უნარ-ჩვევების განვითარებისა და მათი საჭირო ენერგიის მარაგით უზრუნველყოფის მიზნით, მიზანშეწონილია სასკოლო კვებაში აიკრძალოს შემდეგი პროდუქტები:საღეჭი რეზინი, კანფეტები, შოკოლადი, არომატიზებული წასახემსებლები (ჩიფსები, ჟელიბონი და ა.შ.), გარდა თხილეულის, ხილისა და ბოსტნეულისა, რომელთაც აქვთ დამატებული მარილი, შაქარი ან ცხიმი;ასევე მიზანშეწონილია სკოლის ბუფეტებში არ გაიყიდოს მაიონეზით შეზავებული პროდუქცია; სოკო ნებისმიერი ფორმით; დაკონსერვებული პროდუქტები; კრემიანი საკონდიტრო ნაწარმი; გაზიანი სასმელები, გარდა გაზიანი მინერალური წყლისა და თერმულად დაუმუშავაბელი კვერცხი;ბრძანების მიხედვით, სასურველია სკოლის ბუფეტეტბში გაიყიდოს ჯანსაღი პროდუქტი ისეთები, როგორებიცაა: წყალი, ხილის წვენი, ხილის კომპოტი, კისელი, ფერმენტირებული რძის სასმელი (იოგურტი), ხილის წვენი ან დაბალცხიმიანი რძით ან იოგურტით დამზადებული სასმელები (სასურველია გამდიდრებული იყოს კალციუმით), ჩაი, კაკაო, ხილი და ბოსტნეული.მინისტრის ამავე ბრძანებულების თანახმად, ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების მონიტორინგი საჯარო სკოლებში ევალება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის მონიტორინგისა და კოორდინაციის სამმართველოს საჯარო სკოლის დირექცია

სიახლეები

სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის პროცესი გადაიდო

ზვიად რატიანის საქმე - სააპელაციო სასამართლოში დაკავებული პოეტის პროცესი გადაიდო. ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის განმარტებით, სასჯელაღსრულების...

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან ხაბეიშვილის საქმეს შეისწავლის - ეს პირობა პოლიტიკოსის ადვოკატებმა და ოჯახის წევრებმა,...

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...