სახელმწიფო შეფასების თანახმად, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში თვალსაჩინოა – აცხადებს განათლების მინისტრი

0
434
განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მოსწავლეთა მომზადების დონის   სახელმწიფო შეფასების შედეგებზე საუბრობს. 
 
იგი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შეფასების თანახმად, კერძო სკოლის მოსწავლეების უპირატესობა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან მიმართებაში თვალსაჩინოა. 
ამასთან დაგეგმილ და მიღწეულ ეროვნულ სასწავლი გეგმას შორის არსებითი სხვაობაა. 
 
მე-9 კლასში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნების დაძლევას მინიმალურ დონეზე ვერ ახერხებს -მათემატიკაში მოსწავლეთა 30.3%, ფიზიკაში მოსწავლეთა 34,8%, ქიმიაში მოსწავლეთა 49,1%, ბიოლოგიაში მოსწავლეთა 13,3%.
 
კვლევამ აჩვენა განსაკუთრებით დაბალი შედეგი იმ დავალებების შესრულებაში, რომლებიც მსჯელობას, პრობლემის გადაჭრის უნარს მოითხოვს.
 
სწავლის თანაბარი შესაძლებლობის თვალსაზრისით, კვლევამ აჩვენა, რომ მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში სოფლად მცხოვრები მოსწავლეების მიღწევები არსებითად ჩამორჩება ქალაქში მცხოვრებ თანატოლების მიღწევებს. – აცხაგანაცხადა დღეს მინსსტრმა სახელმწიფო სეფასებისა და საერთაშორისო კვლევების შედეგების პრეზენტაციაზე.
 
წინა სტატია„დატოვეთ პარლამენტი ქუთაისში!“ – მოქალაქეები პოლიტიკოსებისგან ითხოვენ პასუხს, ვის ინტერესებში შედის პარლამენტის გადატანა ქუთაისიდან
შემდეგი სტატიანინო ლომჯარია მუნიციპალიტეტების შიდა აუდიტის საქმიანობაში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური