მთავარისიახლეებიკულტურანანა ხუსკივაძე რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან წავიდა

ნანა ხუსკივაძე რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან წავიდა

Published on

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური  თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად 10 აპრილს დანიშნულმა ნანუკა ხუსკივაძემ თეატრი  27 აპრილს დატოვა.
 
იგი აცხადებს, რომ, თეატრიდან მისი წასვლის მიზეზი თეატრის განვითარების ძირითად საკითხებზე ქალაქის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლობა იყო. 
 
„ჩემი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციიდან წასვლის მიზეზი იყო ქალაქის ხელმძღვანელობასთან ვერშეთანხმება იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მე მართებულად მიმაჩნდა. დეტალებზე არ ვილაპარაკებ, თუ შეიძლება", 
 
რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება. ხელახალი კონკურსის დასრულებამდე მის მოვალეობას თეატრის დირექტორი ზვიად დოლიძე შეასრულებს.
 

სიახლეები

ჯერ კადრები გაუვრცელეს, შემდეგ კი სამსახურიდან წასვლა აიძულეს – პედაგოგი გამოძიებას ითხოვს

ფოთელ პედაგოგს, იგორ კეკელიას დეკემბერში გაუვრცელეს პირადი ცხოვების  ამსახველი ვიდეოკადრები, რის შემდეგაც აიძულეს, თანამდებობა...

ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც ირანში თავს წირავს, დახმარება გზაშია – გრემი

აშშ-ს რესპუბლიკელი სენატორი, ლინდსი გრემი ირანელ ხალხს მიმართავს და წერს, რომ მათი ხანგრძლივი კოშმარი მალე...

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე იმუქრება და ისრაელს “ოკუპირებულ ტერიტორიას” უწოდებს

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაყერ ყალიბაფი აშშ-ს მხრიდან იერიშის შემთხვევაში ამერიკულ სამხედრო ობიექტებსა და...

ნუ დააცარიელებთ ქუჩებს, ვიცი რომ მალე თქვენს გვერდით ვიქნები – ირანის ბოლო შაჰის ვაჟი

"ჩემო თანამემამულეებო, ირანის ქუჩებში თქვენი მასშტაბური და მამაცური გამოსვლით, უკვე მესამე ღამეა, თქვენ მნიშვნელოვნად...